უკან

კომენტარი

13 თებერვალი, 2020 16:20
font-size

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“ არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში განთავსებული პოლიტიკური რეკლამის გამო, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მაუწყებელი 2500 ლარით დაჯარიმდა.

კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში არაწინასაარჩევნო პერიოდში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ.

„მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც „მთავარი არხის“ მხრიდან დარღვეულია.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველად 30 დეკემბერს საჯარო სხდომაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. თუმცა, აღნიშნული ვალდებულება მაუწყებლმა არ შეასრულა.

6 თებერვალს გამართულ სხომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ - 5 თებერვალს იქნა ამოღებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ამდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს.

იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეო რგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ დისკრეციული უფლებამოსულება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მაუწყებლებმა სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, 2019 წელს არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაშვების მიზნით, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

იქ არანირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ოდესმე ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება — ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი, 2020 , 20:33

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გამოძიების საფუძველი გახდებოდა. "კიდევ ერთხელ განვმეო

``ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს- დავით ჭიჭინაძე

17 თებერვალი, 2020 , 17:10

პოლიტიკური მოძრაობის - ‘’ტრიბუნა’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე განცხადებას აკეთებს ირაკლი შოთაძის პროკურატურაში მეორედ მობრუნებაზე. ''შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და

პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2020 , 16:50

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანი და  თბილისის მერი - კახა კალაძე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მას პოლიტიკური ‘

ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც მის პროკურორობას ხმას მისცემს, მეგა პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორია - თინა ხიდაშელი

17 თებერვალი, 2020 , 16:50

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი - თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს: „რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება! ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს! არა მგონია რაიმე აზრი ქონდეს ეხლა იმა

`მხოლოდ აღზრდა არ უშველის თუ ბუნებამ არ უშველა` ნათქვამია და ჩემი პოზიცია ამ ყველაფერთან სწორედ ეს არის - ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი, 2020 , 16:35

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. "ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომ

ტურიზმის სამინისტროს შექმნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება - ნათია თურნავა

17 თებერვალი, 2020 , 16:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის სამინისტროს შექმნის საკითხი ამჟამად არ განიხილება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია იმდენად ვითარდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`