უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 დეკემბერი, 2019 17:45
font-size

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა.

როგორც „“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. მათვე ინფორმაციით, კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე, წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

„ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, კომპანიებს 30-30 ათასიანი ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კვლავ დაავალდებულა და ვადად 17 იანვარი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს,“-აცხადებენ კომისიაში.

დევნილთა შემწეობისა და პენსიის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

24 იანვარი, 2020 , 16:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთ - ერთი საბანკო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენ

ვინ იბრძვის გენერალური პროკურორობისთვის

24 იანვარი, 2020 , 15:10

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი. თუმცა, აქედან ერთმა კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა. ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 იანვარი, 2020 , 10:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებ

სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დამნაშავედ ცნო

24 იანვარი, 2020 , 10:25

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 15 000 ლარი განუსაზღვრა. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლ

ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება შეწყდა

22 იანვარი, 2020 , 16:50

31 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ბექა ბასილაიასა და ზურა ნადირაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ა

`დანის პირზე დავადე ხელი...` - დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული სასჯელის შეცვლას ითხოვს

22 იანვარი, 2020 , 13:50

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე სასჯელის შეცვლას ითხოვს. ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს ადვოკატმა მიაწოდა. რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაცვის მხარე დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`