უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 მაისი, 2018 17:30
font-size

კონფერენციაზე -“გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში` ზუგდიდის მერი ლაშა გოგია მოხსენებით წარდგა

თბილისში, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, კონფერენციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ეკატერინე კიფაია ესწრებოდნენ.

ლაშა გოგია კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა.

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებები ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა სწორედ ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ყველა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა

22 მაისი, 2018 , 13:00

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან მიწისძვრა მოხდა.  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 2,9 მაგნიტუდა იყო. როგორც სეისმოლოგები ამბობენ, სტიქიის ეპიცენტრი ლაფან

თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენება იგეგმება

22 მაისი, 2018 , 11:20

თელავში ფსიქიატრიული კლინიკის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პ

აჭარა გერმანიაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობდა

21 მაისი, 2018 , 16:25

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა. საქმიანი ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრ

ჩაქვში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

21 მაისი, 2018 , 14:20

ჩაქვში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი

დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა - სამორინეს დახურვის მოთხოვნით სარფში აქცია ჩატარდა

21 მაისი, 2018 , 14:00

სარფში ადგილობრივ მოქალაქეთა ჯგუფმა ეკლესიის გვერდით სამორინეს დახურვის მოთხოვნით აქცია ჩაატარა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ ბაკურიძის თქმით, „დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა, ჩვენ არ

ურეკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

19 მაისი, 2018 , 17:40

ავტოსაგზაო შემთხვევას ურეკში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი, მეორე სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე