უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივლისი, 2019 17:15
font-size

კონფერენციაზე საქართველო კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი, როგორც ლიდერი ქვეყანა - დავით ზალკალიანი

„ვფიქრობ, რომ ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და უაღრესად მასშტაბური კონფერენცია, ჩვენ ასეთი ტიპის კონფერენცია, შეიძლება ითქვას, რომ არც გვქონია, გამომდინარე სტუმრების მაღალი დონის და წარმომადგენლობის თვალსაზრისით, ასევე შინაარსიდან გამომდინარე, ის გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა იყო უაღრესად მხარდამჭერი საქართველოსთვის და იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ ძალიან ზუსტი აღქმა იმ პროცესებისა, რა პროცესებიც მიმდინარეობს საქართველოში.“ -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბათუმის კონფერენციის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროპელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის სამომავლო გეგმებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფერენციაზე.

„ჩვენ გვაქვს მათი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ, იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, ჩვენ გვაქვს ასევე უაღრესად პოზიტიური შეფასებები იმ შედეგებთან დაკავშირებით რა შედეგებსაც მივაღწიეთ 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატი დაფუძნდა, საქართველო კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, საქართველო არის ენერგო-თანამეგობრობის წევრი, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ფორმატები, დაფუძნებული უსაფრთხოების დიალოგის კონტექსტში, ასევე უმაღლესი დონის დიალოგი ევროკავშირთან“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ამბიციურია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიღწეული იქნას საბოლოო მიზანი- ევროკავშირში გაწევრიანება.

„ყველამ კარგად იცის და ეს ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციურები ვართ და გვინდა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ საბოლოო მიზნისკენ, ეს საბოლოო მიზანი გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„მე ვფიქრობ, რომ ორმხრივი შეხვედრები, რომელიც ასევე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, იყო ასევე უაღრესად პოზიტიური, საქართველოს მხარდაჭერი, მხარდამჭერი ყველა იმ მიმდინარე რეფორმის და პროცესის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების სრული გაგება ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულეში, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან, პროგრესთან, საფრთხეების მინიმიზაციასთან.“ -აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გარე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა, რათა ქვეყანაში სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი. ამასთან, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერების კუთხით კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა, რათა ოკუპირებულ ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ყველა იმ სიკეთის გამოყენება, რაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს.

„ თუ არ გვექნა სტაბილურობა, არ იქნება განვითარება, არ იქნება კეთილდღეობა, ამიტომ სწორედ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ამ კონტექსტში ვუყურებთ, იგივე ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც, რაც მეტ შედეგს ვაჩვენებთ სახელმწიფოს გაძლიერების კუთხით, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მათი ინტერესების გათვალისწინების კუთხით, ეს იქნება ჩვენი სწორი გზავნილი ჩვენი ძმებისთვის და დებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, სწორედ ეს არის ჩვენი შეთავაზება მათთვის, ჩვენი შეთავაზება არ არის ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები, ჩვენი შეთავაზება არის სამშვიდობო პოლიტიკა ,იმ სიკეთეების გაზიარება, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ვთავაზობთ მათ ევროკავშირს, თავისუფალ ვაჭრობას, საუკეთესო განათლებას, ქვეყნის კულტურულ ინტეგრაციას და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებთან დაკავშირებით.“-აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვა

პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი! - თემურ შაშიაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„შუა ხომ გაკრიფეს და ეს იყო დიდი დანაშაული. დღეს ვამბობ, პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი და ეს იქნება საქართველოს გადარჩენა,“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. &ld

საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ნიკოლ ფაშინიანი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ

გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო

15 ოქტომბერი, 2019 , 14:38

საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით დაიწყო. გიორგი გახარიას პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში დახვედრის ოფიციალური ცერემონი

ნატო ჩხეიძე: ამ დემოკრატიულმა გამჭვირვალობამ ხელშესახებად გამოაჩინა მმართველი ძალის სრული კოლაფსი

15 ოქტომბერი, 2019 , 14:02

საზოგადოებამ აშკარად დაინახა და შეიგრძნო თუ ვის ხელშია ქვეყანა და თითოეული ადამიანის ყოფას რა სულიერი ავლა- დიდების ხალხი წარმართავს, - ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ უზენაესი სასამართლოს უ