უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2018 16:00
font-size

კონფლიქტის ანალიზისა და მართვის შესახებ ტრენინგი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „კონფლიქტის ანალიზი და კონფლიქტის“ მართვა დაიწყო.

კურსს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში კონფლიქტის ანალიზისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაუზიარებენ. ტრენინგის განმავლობაში საუბარი კოფლიქტების გამომწვევ მიზეზებს, ფაქტორებს, კონფლიქტის მართვისთვის საჭირო მექანიზმებს შეეხება; იმსჯელებენ მოლაპარაკებებისა და მედიატორის როლზეც.

კურსს საქართველოს თავდაცვის უწყებისა და უსაფრთხოების სექტორის საჯარო მოხელეები ესწრებიან. ტრენინგის მონაწილეები კონფლიქტის მართვის პროცესში ნატოსა და ევროკავშირშის მოქმედი დოქტრინებისა და ძირითადი გზავნილების შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას.

კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ინტენსიურად თანამშრომლობენ. ინსტიტუტის ექსპერტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ.

მინდელის სახელობის მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება - გუგა ქაშიბაძე

16 ივლისი, 2018 , 17:20

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, და

აუცილებელია, კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა - გიორგი მარგველაშვილი

16 ივლისი, 2018 , 15:30

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უმძ

ორი მეშახტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ - დავით სერგეენკო

16 ივლისი, 2018 , 14:45

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დავით სერგეენკო დამწვრობის ცენტრში იმყოფება. მისი თქმით, ტყიბულიდან თბილისში

მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული მუშები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

16 ივლისი, 2018 , 13:40

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული მუშები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულ 3 მუშას მძიმე დამწვრობები აქვთ მიღებული და სწორედ ამიტომ გახდა მათი დამწვრობის ცენტრში გადმოყვანის მიზეზი. მინდელი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

16 ივლისი, 2018 , 13:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.  შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურმა რამდენიმე წუთის წინ გამოს

ბილაინის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრში „დიჯითონი“

16 ივლისი, 2018 , 13:31

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, (ბრენდი ბილაინი) უკვე 3 წელია მისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ მარათონს, იდეებისა და პროტოტიპების გლობალურ შეჯიბრს - დიჯითონს აწყობს. დიჯითონის ჩატარების ინიციატივა ეკუ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან