მსოფლიო
კონფლიქტის ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ძალადობას და იმოქმედონ კანონის ფარგლებში - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის საქმეზე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება კიევში მიმდინარე მოვლენებს. მან მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაემორჩილოს კანონის უზენაესობას.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, რაც კიევში ხდება. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უკრაინის ხელისუფლებასთან. როგორც იცით, კარგი ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვისკენ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდოს ძალადობას და მიჰყვეს კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო ვალდებულებებს“, -თქვა ნაუერტმა ბრიფინგზე.
ნაუერტმა თქვა, რომ სააკაშვილის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, კანონის ფარგლებში იმოქმედოს.
„თუკი ის [უკრაინის მთავრობა] ვინმეს აკავებს, ეს უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეყნის კანონსა და ნორმებს, ასევე საერთაშორისო ვალდებლებებს ადამიანთა უფლებების სფეროში“, -განმარტა ნაუერტმა.
გუშინ დილას მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ.
დაკავების შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი მანქანაში ჩასვეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა გზა გადაუღობეს სპეცნაზმს, რის გამოც სააკაშვილის გაყვანა კიევის ცენტრიდან ვერ მოხერხდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში აქტივისტებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები და გამოიყვანეს სააკაშვილი. კიევის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე.
გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად უმაღლეს რადასთან მივიდა, სადაც მიტინგი გამართა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

