უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

17 ივნისი, 2017 15:00
font-size

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ქეთევან ციხელაშვილი

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცერონისის, ავლევის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ს აპარატის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მოსახლეობას ადგილზე ჩაუტარდა ც ჰეპატიტის სკრინინგი, მსურველები სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გასინჯეს, ადგილობრივებს, კომპანია „ავერსის“ მხარდაჭერით პირველადი მოხმარების მედიკამენტებიც გადაეცათ. სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ადამიანებს, მავთულხლართების სიახლოვეს, განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე უწევთ ცხოვრება. ჩვენი აპარატი სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ამ სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის. ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს გუნდთან ერთად გვერდით დაგვიდა კომპანია „ავერსი“ და ვფიქრობ, მოსახლეობისთვის საჭირო და სასარგებლო აქცია განვახორციელეთ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სოფლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და მათი პრობლემების შესახებაც მოისმინა.

საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები ქართველი ხალხის სიმტკიცესა და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ - პრეზიდენტი

25 ივლისი, 2017 , 17:35

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა აქტივისტთა ჯგუფის მიერ საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირების დაწყებას. პრეზიდენტის აზრით, ეს მოქალაქეები ქართველი ხალხის სიმტკიცეს გამოხატავენ და მათ სიფრთხილი

თუ ეს რუსეთს დაუსჯელად შერჩა, მე-3 მსოფლიო ომი გარანტირებული იქნება - შალვა ნათელაშვილი

22 ივლისი, 2017 , 16:45

თუ ეს რუსეთს დაუსჯელად შერჩა, მე-3 მსოფლიო ომი გარანტირებული იქნება - განაცხადა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც სოფელ ყარაფილაში იმყოფება, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან ხნული გაავ

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

21 ივლისი, 2017 , 18:43

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ცალკე დანაყოფების შესვლის თაობაზე რუსეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება მოსკოვში მიმდინარე წლი

რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს

21 ივლისი, 2017 , 16:30

ე.წ მესაზღვრეებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სამუშაოები ე.წ საზღვრის მანიშნებლებთან გუშინ დაიწყეს. ხნულია გავლებული ოკუპირებულ სოფელ ორჭო

რუს ტურისტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს ჩაბარდა

17 ივლისი, 2017 , 12:50

რუს ტურისტებზე თავდასხმაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარებითი ჩვენება მისცა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების სამსახურს ჩაბარდა.  ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი’’ ოკუპირებილი აფხაზეთის დე-ფაქტო გენერ

ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი შეიცვალა

17 ივლისი, 2017 , 11:50

ოკუპირებული გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი შეცვალა. დე-ფაქტო საპასპორტო სავიზო სამსახურის უფროსის თემურ მინაის განმარტებით, საცხოვრებელი ადგილისა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე სტუმრად `რეაქციაში`