უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივლისი, 2017 13:50
font-size

კონგრესის დოკუმენტი გამოხატავს ამერიკის განწყობას იმ ქვეყნების მიმართ, ვინც ცდილობს დაარღვიოს სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტი - იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ შეთანხმებული კანონპროექტი მიმართულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიონ.

ამერიკის ელჩის განცხადებით, ამ კანონპროექტზე კონსულტაციები იყო გამართული საქართველოს მთავრობასთანაც.

„ჯერ ეს არ არის კანონი. კენჭი უნდა ეყაროს და შემდეგ ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა, თუმცა ეს არის ძალიან მტკიცე და ნათელი გამოხატულება, თუ რა განწყობა არის ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ჩაერიოს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში და დაარღვიოს ქვეყნის სუვერენიტეტი. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებზეც საუბარია ამ კანონპროექტში, გამოირჩევიან, გამუდმებით აქვთ მცდელობა, დაარღვიონ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი და ზუსტად ეს არის ამის საპასუხო ქმედება.

ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვქონდა მჭიდრო კავშირი და განვიხილეთ ის საკითხები, რომ აღნიშნულმა არ დააზიანოს რაიმენაირად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტერესები. პირიქით, ეს მიმართულია მათ დასაცავად“, - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი.

ანა მებურიშვილი

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ

კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს - ლევან თარხნიშვილი

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. მისივე თქმით, ფორსმაჟო

არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2020 , 14:35

ბევრი საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით - მეგობრებო, არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ის

„ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს - დავით ჭიჭინაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს! - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძის თქმით, მოსახლეობ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ხაშური. საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია