უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 იანვარი, 2020 15:35
font-size

კონგრესმენ მალინს სავარაუდოდ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს - ნავთობისა და გაზის კორპორაცია

ქართული მხარის დადანაშაულება არ არის სწორი და სავარაუდოდ ადგილი აქვს კონგრესმენ მალინის არასწორ ინფორმირებას ან არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა განაცხადა, რომლითაც კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის პოზიციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ფრონტერასა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, რომელიც პროდუქციის წილობრივი განაწილების კომერციულ ხელშეკრულებას ეხება.

„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი პრეტენზიები „ფრონტერასთან“, რის გამოც დაიწყო საერთოდ ეს დავა. დავა განიხილება საერთაშორისოდ აღიარებული წესების მიერ. ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, პატივს ვცემ მათ და გადაწყვეტილების შესაბამისად მოვიქცევით“ ,- განაცხადა ვაჟა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განმარტებით, კანონიერების სრული დაცვით მოქმედებენ და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამდე, თავს იკავებენ ისეთი სახის ჩარევისგან, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება.

„კომპანიის მიმართ არსებობს პრეტენზიები, რომელიც ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებს უკავშირდება, თუმცა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე კომენტარის გაკეთება არ მინდა. 2017 წელს შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა კონგრესმენებს, რომელთა შორის იყო ასევე კონგრესმენი მალინი“ ,- განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

ამერიკელი კონგრესმენი „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, „ამერიკული, ასევე ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ, რისი მაგალითიცაა ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა“.

1tv.ge

როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 17:20

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს, -

არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებ

ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:20

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო” , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. „ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვ

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა - ვახტანგ გომელაური

21 თებერვალი, 2020 , 15:10

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშ

დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან - გიორგი გახარია

21 თებერვალი, 2020 , 15:10

კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცვლელი, ეს არის გლობალური გამოწვევა, - განაცხადა ჟურნალისთებთან საუბარში გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, სტრატეგიულ

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება, ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით - ეკა ბესელია

21 თებერვალი, 2020 , 13:05

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი ენატრება, ვერ შეთანხმდება. „ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება, ვერასოდეს ვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`