უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 ივლისი, 2020 16:25
font-size

კონგრესმენის კონკრეტული განცხადება კონტექსტიდან ამოვარდნილია - ნათია თურნავა

„როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენ, ჩვენს გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და იმ დემოკრატიულ რეფორმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კონგრესმენის ეს კონკრეტული განცხადება, არის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი და დისონანსში ზემოთნახსენებ შეფასებებთან,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოცემაში „The Hill“ დაბეჭდილ აშშ - ის კონგრესმენის მარკუეინ მალინის განცხადებას.

„ჩვენ დადებითი შეფასება მივიღეთ ძალიან ბევრი ოფიციალური სტრუქტურიდან, მათ შორის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისგან - მოგვილოცა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ასევე აშშ -ს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დეგნანმა და ეს ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური აღიარებაა იმ წარმატებისა და სწორად შესრულებული პირობისა, რაც ფასილიტატორი ელჩების თანადგომით იქნა მიღწეული,“ - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კონკრეტულად კონგრესმენ მალინის განცხადებას, ნათია თურნავას შეფასებით, ის ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს სიმპათიებითა და ინტერესებით ნაკარნახევი. მისი თქმით, „ჩამონათვალშია ისეთი კომპანიები, როგორცაა „ფრონტერა“ და სხვა რამდენიმე სხვა არცთუ ისე ადეკვატური ქეისი“.

„ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ამერიკული ინვესტიციების, ამერიკული კომპანიების, ისევე როგროც სხვა უცხოური ბიზნეს სტრუქტურების და ინვესტორების მთავარი ლობისტი ვართ, რასაც ის პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რაც გვაქვს აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში. ასევე ამას ადასტურებს ის პროგრამა, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ დეგნანთან შეხვედრაზე - აშშ - ის მთავრობა გვეხმარება, რომ ჩვენი წიაღისეულის დეტალური შესწავლა მოხდეს ერთობლივად და ამ პროცესშია ჩართული ამერიკის გეოლოგიური კვლევის ორგანიზაცია, ამ ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა, ასევე მაგალითად მოიყვანა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიის „OMV Petrom“ - ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების მოპოვების ტენდერში გამარჯვება. მისი თქმით, „OMV Petrom“ - ი იმ დარგში დაიწყებს საქმიანობას, სადაც „ფრონტერაა“ წარმოდგენილი.

„კვლავაც მინდა ვისარგებლო და კომპანია „ფრონტერას“ მოვუწოდო დიალოგისკენ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ თუკი იქნება მზადყოფნა მათი მხრიდან, ძალიან დადებითად გადავწყვეტთ ყველა არსებულ პრობლემურ საკითხს, ასევე სხვა კომპანიებსაც შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ქეისი და ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ. ჩვენი კარი მათთვის ღიაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი