უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 აპრილი, 2025 15:52
font-size

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს“ - ნიკა მელიას პროკურატურაში ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

ნიკა მელიას თქმით, „კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც ჩადის, ყველაფერი არის უკანონო“.

„რეპრესიული ნაბიჯების გადადგმის ინტენსივობა რაც უფრო გაიზრდება ივანიშვილის მხრიდან, მით უფრო ახლოს იქნება ქართველი ხალხი ცვლილებებთან და არა უბრალოდ გამარჯვებასთან და ივანიშვილის დამარცხებასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ცვლილებები უკეთესობისკენ, რაც გარდაუვალია. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საუბარს აზრი არ აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ხელისუფლება რასაც ჩადის, ყველაფერი არის უკანონო. ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩაერთო ამ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, გზები გადის დროდადრო ე.წ. პროკურატურაზე, ე.წ. სასამართლოზე, ციხის საკნებზე. მჯერა, რომ საზოგადოება გაიმარჯვებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეუძლებელია, მილიარდერმა ადამიანმა, რაც არ უნდა მხარდაჭერით იყოს წარმოდგენილი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსი, აჯობოს ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენთვის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ცხოვრებაში. ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.

ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმს არ შეუძლია რეპრესიების გარეშე ცხოვრება, მაგრამ მალე მოუწევთ, შეეგუონ ამ ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას და არა – ავტოკრატიულ მმართველობას. ივანიშვილი ღელავს, რადგან მისთვის საფრთხე არის ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმი, ანუ ნახევრად დემოკრატიული წყობილება. სრულად ავტოკრატიული რეჟიმი თუ გინდა დაამყარო, მაშინ შენ ძალიან თხელ ყინულზე უნდა გაიარო, რომელიც აუცილებლად ჩატყდება. ამ დილემის წინაშე დგას ივანიშვილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გადაწყდება ამ სახელმწიფოს მომდევნო 10-15 წლის ბედი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.

აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია, მეშინია იმის, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო ქვეყანას არ დაემუქროს საფრთხე - თინა ხიდაშელი

5 მარტი, 2026 , 16:53

თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძემ დღეს თინა ხიდაშელის განცხადებებს მოღალატეობრივი უწოდა და სამართალდამცავებს დაინტერესებისკენ მოუწოდა. საუბარია განცხად

კახა კალაძე თინა ხიდაშელის განცხადებაზე - ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

5 მარტი, 2026 , 11:52

ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ტერორისტები არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ – ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, – ამის შესახებ თბილისის

სააკაშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც ცუდი, მით უმეტეს ძალადობა უნდათ თავისი ქვეყნისთვის - მისი მიზანია დიქტატურისგან ან ავტოკრატიული მმართველობისგან გათავისუფლდეს ქვეყანა - ირაკლი ფავლენიშვილი

2 მარტი, 2026 , 16:29

მიხეილ სააკაშვილსაც და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდის მომხრე ვართ. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ომი, საომარი მოქმედებები არავის სურს, მით უმეტეს ამ ქვეყნის პატრიოტებს, – ამის შესახებ &bdqu

კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარების გამო ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას - თბილისის მერია

2 მარტი, 2026 , 11:49

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით

“იმედი” ბანკს ქმნის?! ანუ, ქართუ” ბანკმაც უარი უთხრა??? რუხაძის შემდეგ, “იმედს” ივანიშვილმაც ზურგი აქცია??? - კოტე კემულარია

27 თებერვალი, 2026 , 15:07

კრიზისი პიკს აღწევს—ტვ “იმედი” ბანკს ქმნის?! ეს განცხადება ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება: “ვინაიდან ბანკები უარს გვეუბნებიან მომსახურებაზე, “იმედი” საკუთარ ბანკს შექმნისო?!&

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი