უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ივლისი, 2018 14:45
font-size

კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები აღარ განმეორდეს - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის სხდომა მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები აღარ განმეორდეს.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს.

“ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ კონკრტეტული ზომებია მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და გახსოვთ ჩვენი პოზიცია საპარლამენტო მუშაობის პროცესში. მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭოროებს. ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა მთავრობის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრაგიკულ მოვლენებთან. თუმცა ესეც საკმარისი არ არის. დღესვე უნდა დავიწყოთ კონსულტაციები მთავრობასთან, რომ მივიღოთ ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული ზომები აღარ განმეორდეს. 2012 წელს ბევრ რამეს დავუპირისპირდით, რაც წინა ხელისუფლებაში არ მოგვწონდა. ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ: ეს არის ადამიანი. ჩვენ პოლიტიკაში მთავარი ღირებულება ადამიანი უნდა იყოს. ამას პირდაპირ უპირისპირდება ყოველგვარი ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოვლენილი მათ შორის შრომის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის პირდაპირ ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალოს და განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დასაცავად. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი