უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ნოემბერი, 2018 16:20
font-size

კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი - საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სემინარი ჩატარდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი გახსნა თემაზე - „კონკურენციის პოლიტიკა და ფარმაცევტული სექტორი“. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები; ასევე ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოში, დევიდ ლი; რუმინეთის კონკურენციის საბჭოს წამყვანი ექსპერტი კონკურენციის დარგში, სორინ ლუნგუ; რუმინეთის კონკურენციის საბჭოს კონკურენციის ინსპექტორი, დიანა ვარზარუ; ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი/წამყვანი ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, აურელიო ლა ტორე და სხვა მოწვეული სტუმრები.

სამუშაო შეხვედრის მიზანია, საჯარო უწყებებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის პოლიტიკის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიის გამართვა. განხორციელებული შეხვედრების შედეგად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, შესაძლებელი გახდება ქართული ფარმაცევტული სექტორისთვის მიმართულებების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას და შესაბამის ბაზარზე პოზიტიური შედეგების დროულ ასახვას. რაც თავის მხრივ, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებასა და მომხმარებელთათვის მეტი სარგებლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. ასევე, კონკურენციის აღსრულებას ფარმაცევტულ სფეროში და კერძო სექტორის როლს აღნიშნულ პროცესში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის გეგმის შემუშავება დაევალა. ამ ეტაპზე, მუშაობა აქტიურ ფაზაშია და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის მხრივაც, რუმინეთი ერთ-ერთ კარგ მაგალითს წარმოადგენს, სადაც სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებისა და მომხმარებელთათვის უკეთესი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ეფექტიანი ღონისძიებები გატარდა.

21-22 ნოემბერს დაგეგმილია სემინარები საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის. სამუშაო შეხვედრები საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით ხორციელდება.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი