უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივლისი, 2020 15:20
font-size

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 7-დან 5 ბაზრის მონიტორინგი და 1 მოკვლევა დაასრულა

2020 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე 7 მონიტორინგიდან - დასრულდა 5 ბაზრის შესწავლა. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დასრულდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. ამასთან, უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება 2 მონიტორინგი - ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზარი. კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა 1 რეკომენდაცია.

„2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე - სხვადასხვა ინსტაციებში.

მომზადდა და გამოიცა 2 დოკუმენტი: პირველი – საავტომობილო საწვავის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მაისის შუალედური მიმოხილვა - COVID 19–ის პანდემიამ ნავთობის გლობალური ბაზრის მკვეთრი მერყეობა გამოწვია, გაანალიზდა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი – მსხვილი ქსელური და მცირე ქსელური კომპანიები ადეკვატურად რეაგირებდნენ გლობალურ ფასებზე და ბოლო წლებში, აღნიშნულ ბაზარზე, კონკურენცია გაზრდილია.

მეორე - სადაზღვევო სექტორში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა და კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობა და თავისუფლად გაეცათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი საბანკო გარანტიები.
კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მიმართულებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, განხორციელდა 30-ზე მეტი აქტივობა. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მომხმარებელს წარედგინა სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი, სადაც სრულად არის განთავსებული უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს 4 კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ძლიერდება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები, ასევე ხდება ახალი კომპეტენციებით აღჭურვა,"-აღნიშნა ლექვინაძემ.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს

15 აგვისტო, 2020 , 16:29

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

15 აგვისტო, 2020 , 16:20

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ - მინისტრ გ

სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცეს

15 აგვისტო, 2020 , 15:17

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. სამინისტროს რეკომენდაციების თან

მოქალაქეებმა, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ - პაატა იმნაძე

15 აგვისტო, 2020 , 14:55

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელებ

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

15 აგვისტო, 2020 , 13:58

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „პროექტით განსაზ

პრემიერ-მინისტრი სამებაში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

15 აგვისტო, 2020 , 13:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე