უკან

საზოგადოება

9 დეკემბერი, 2019 12:05
font-size

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, 10 დეკემბერს, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები. ამის შესახებ „მედიანიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი - ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სააგენტოში მიმდინარე მონიტორინგის ჭრილში, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვაა. ასევე, ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება და კონკურენციის დაცვის ხელშემწყობი მექანიზმების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-გაზიარება.

„კონკურენციის გაძლიერებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სემინარზე ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია. პროექტს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ევროპელი ექსპერტები წარადგენენ და იმ სარგებლიანობაზე ისაუბრებენ, რაც აღნიშნული პლატფორმის განხორციელების შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ: სად და რომელი მედიკამენტი შეიძლება შეიძინოს მომხმარებელმა გაცილებით დაბალ ფასად; როგორ მიიღოს ინფორმაცია მცირე აფთიაქებისა და გამოწერილი წამლის ჩამნაცვლებლის შესახებ; კომპანიების ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მექანიზმები და უპირატესობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

6 აგვისტო, 2020 , 22:07

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო

ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტებს აქვეყნებს

6 აგვისტო, 2020 , 21:47

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს მიღებული ცვლილებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი აქტის პროექტებს. ე

ხელისუფლება დუმილით ბიუჯეტისთვის გადასახადების მოპარვას მწვანე შუქს უნთებს - თამბაქოს კონტრაბანდა რეკორდულად იზრდება

6 აგვისტო, 2020 , 19:58

ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა იზრდება, ბიზნესი და ბიუჯეტი ზარალდება, შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება და სახელმწიფო რესურსები მის აღსაკვეთად არ არის საკმარისი, - ასეთია დღეს საქართველოში სიგარეტის ბაზარზე არსებუ

150 ათასი მშიერი ბავშვი ჰყავს ქვეყანას, რომლის მმართველი 7 მილიარდის პატრონია - ნინო ბურჯანაძე

6 აგვისტო, 2020 , 15:40

„არავინ ვაქილიკებთ თუ ხელისუფლება ბავშვებს დაეხმარება, მაგრამ თავსაც ნუ გვამადლიან, მაშინ როდესაც 150 ათასი მშიერი ბავშვი გვყავს და თურმე მათი დახმარება ხელისუფლებას, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება,“ - ასე გ

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

6 აგვისტო, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: -საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი -დედამიწის დღე ს

სულ დაფიქსირებულია 700-მდე ე.წ. „ბოტის“ აქტიურობა - შსს

6 აგვისტო, 2020 , 15:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. „გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე