უკან

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2018 17:35
font-size

კონკურს ,, ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. რაც შეეხებსა პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორს - 5000, მეორე ადგილზე გასული - 3000, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარით დაჯილდოვდება.

ხაზგასასმელია, რომ საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები საქართველოს სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე-Intel ISEF მიიღებენ მონაწილეობას.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება.

კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად მონაწილეობენ და მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება წარმოადგენს.

კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

საკვანძო სიტყვები:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

22 თებერვალი, 2019 , 18:57

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში,  გაეროს ოფისში გამართული კონფერენცია სახელწოდებით, „დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური ჩართულობა“

საზოგადოებრივი მაუწყებლის განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურს უბრუნდებიან - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“

22 თებერვალი, 2019 , 17:00

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, სამართლებრივი დახმარების შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ათეულობით თანამშრომლიდან 4 მოსარჩელე, მორიგების გზით, აღდგენილია დაკავებულ თანამდებობაზე

წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება - თბილისის მერია

22 თებერვალი, 2019 , 16:51

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. როგორც „მედინიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გ

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

22 თებერვალი, 2019 , 16:45

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტეციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

„ბიზნეს ამქარი“ - პროექტის პრეზენტაცია „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში“ გაიმართა

22 თებერვალი, 2019 , 16:45

GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში“ დღეს პროექტ „ბიზნეს ამქარის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული. როგორც „მედინიუსს“ „თიბისი ბანკიდან“

ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება - დავით სერგეენკო

22 თებერვალი, 2019 , 15:30

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საკმარისია მშობელმა წარადგინოს მხოლოდ ანკეტა, სადაც არის ჩანაწერი ვაქცინაციაზე. სავარაუდოდ, ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც სკოლაში წითელას აცრის დადასტურება ანტისხეულების