უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

კონსესუსის მიუღწევლობის სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - ოპოზიციის წერილი ჯანი ბუკიკიოს

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს მორიგი წერილი გაუგზავნეს. მათ მადლობა გადაუხადეს ბუკიკიოს იმ მხარდაჭერისთვის, რომლის მეშვეობით უნდა მომხდარიყო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის იგულისხმება სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა.

ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი გუნდი დაადანაშაულეს მოლაპარაკებების ჩაშლაში და შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.

„მედიანიუსი“ ოპოზიციურ პარტიათა წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ვაფასებთ რა ვენეციის კომისიის დაინტერესებასა და მცდელობას, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს კონსტიტუციური კანონის მიღებისათვის საჭირო ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში, წინამდებარე წერილზე ხელმომწერ საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გვსურს გაცნობოთ შემდეგი:

როგორც თქვენთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში იმთავითვე დაიწყო ხელისუფლების მიერ დადგენილი იმ პოლიტიკური მოცემულობის პირობებში, რომ მომდევნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით.

შესაბამისად, მხოლოდ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან და მის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში; ასეთი საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი შეიმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ და მოახდინა მისი ინიცირება პარლამენტში; ასეთ კანონპროექტს ჩაუტარდა საყოველთაო სახალხო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (რის გარეშეც პროცედურულად არ შეიძლება კონსტიტუციური კანონის მიღება); პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ მოგვაწოდა საკუთარი პოზიციები ვენეციის კომისიამ (რომლის თითოეული წერილი თუ დასკვნა იწყებოდა სწორედ იმ პოზიტიური ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველო გადადიოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე).

ეს მოცემულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი იმ განსხვავებული მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება არსებული, მაჟორიტარულ - პროპორციული სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის არჩევნებისათვის.

მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, არავის არსად არ უმსჯელია; უკვე ორი მოსმენით მიღებული აღნიშნული კანონპროექტისათვის, „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში წარმოდგენილ არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიღო ვენეციის კომისიისაგან უმთავრესი შენიშვნა საქართველოს ხელისუფლებამ - რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში.

ვენეციის კომისიის ამგვარი შენიშვნის შემდეგ, ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთან დიალოგისათვის.

შექმნილ ვითარებაში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდმა უმრავლესობამ არაერთგზის, მათ შორის ორჯერ ერთობლივი ღია წერილით მივმართეთ ხელისუფლებას, რომ მზად ვიყავით დიალოგისათვის იმ ერთადერთი საკითხის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას მსჯელობის საგნად უნდა დაებრუნებინა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაზეც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა საქართველოში და რაზედაც იმუშავა ვენეციის კომისიამ.

ამასთან აღვნიშნეთ, რომ კონსესუსის მისაღწევად ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის იყო ე.წ. ,,გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის, მათი საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, პროპორციულად განაწილების საკითხი და ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევის წესის შენარჩუნება (მოცემული საკითხის პლებისციტის მეშვეობით განსაზღვრის შესაძლებლობით).

საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოხატა მზაობა ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, მიუთითა რა დიალოგის პროცესში მათთვის პრიორიტეტულ შემდეგ საკითხებზე: 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.
მიუხედავად საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნათლად გამოთქმული მზადყოფნისა დიალოგისათვის, 2017 წლის 1 სექტემბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ვეღარ ხედავს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივას იმ მოტივით, თითქოს ოპოზიციას არ გამოუხატავს რეალური მზაობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მისაღწევად.

ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი.

ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსესუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა, სრულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება.

საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მადლობას ვუხდით ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში დახმარებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას კვლავ მრავალგზის შეუწყობს ხელს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელსაწერენ: ,,ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე, ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ - ბაქრაძე-უგულავა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია, ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა, ,,თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძე, მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე, ,,რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე, ,,სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხია,
პარტია ,,რეფორმატორები“ - ირაკლი ღლონტი.

ანა მებურიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი