უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 თებერვალი, 2019 16:14
font-size

კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იყო, მათ შორის, ასეთი ტენდერების გასაჩივრების მექანიზმთან მიმართებაში არსებული კითხვები და კონსოლიდირებულ ტენდერებში, ქართული კომპანიების სრულფასოვანი ჩართულობის საკითხი.

,,დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, ის მაღალი ინტერესია, რომელიც კერძო სექტორს სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში გააჩნია. კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ხელს უწყობს დაინტერესებულ მეწარმეებს, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ახორციელებს.“-განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

სამუშაო შეხვედრაზე, პალატის საბჭოს წევრმა მეწარმეებმა, შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია, იმ გეგმების შესახებ, რომელიც სახელმწიფოს, კონსოლიდირებულ ტენდერებთან მიმართებაში აქვს. თავად საბჭოს წევრები კი დაინტერესდნენ, როგორი იქნება ტენდერების გასაჩივრების მექანიზმი და მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა სატენდერო პროცესში. როგორც შეხვედრაზე შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ განმარტა, იგეგმება დავების საბჭოს არსებული სისტემის რეფორმირება, რათა გასაჩივრების მექანიზმი იყოს სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი. რაც შეეხება კონსოლიდირებულ ტენდერებში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის თემას, შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, რომ გამოყენებული იქნება, შესყიდვების ლოტებად დაყოფის მექანიზმი, რაც კომპანიებს, მათი სიმძლავრეების შესაბამისად, ტენდერებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

საბჭოს წევრებმა, გამოხატეს სურვილი, რომ მსგავსი ფორმატით შეხვედრები კიდევ გაიმართოს, რათა გამოწვევები, რომლებიც მეწარმეებს რეფორმის ფარგლებში ექნებათ, საქმიან ვითარებაში გადაწყდეს. თავის მხრივ, შესყიდვების სააგენტოს მენეჯმენტმა აქტიური დიალოგის მზადყოფნა გამოხატა და დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები უკვე დარგობრივი ბიზნესების ჭრილში.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო რიგით მეორე შეხვედრა, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით გაიმართა. კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ორი კვირის წინაც შედგა, მაშინ პალატის საბჭოს წევრებმა, შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრის სურვილი გამოხატეს.

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

21 მარტი, 2019 , 13:15

საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებ

გიორგი ქობულიამ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ოფიციალურად გახსნა

21 მარტი, 2019 , 13:15

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გ

საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

21 მარტი, 2019 , 13:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას - 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავ

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

21 მარტი, 2019 , 10:41

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

21 მარტი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6840 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0024-ით

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

20 მარტი, 2019 , 17:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 21 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6840 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0024-ით