უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 17:30
font-size

კონსტანტინე გამსახურდიამ განათლების სფეროსთან დაკავშირებით ინიციატივები წარადგინა

„ინტერპარტიული ჯგუფის“ წევრმა კონსტანტინე გამსახურდიამ 5 საკითხი წარადგინა, რომელიც , მისი აზრით, პრიორიტეტული უნდა იყოს განათლების სისტემისთვის.

გამსახურდიას პირველი ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას ე.წ. მოზარდთა სახლები, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

„მნიშვნელოვანია მოზარდთა სახლების შექმნა. მსგავსი სახლები იყო საბჭოთა კავშირის დროს და მათ პიონერთა სახლებს უწოდებდნენ, სადაც ახალგაზრდები ბევრ საინტერესო წრეში იყვნენ გაერთიანებული და ივითარებდნენ უნარ-ჩვევებს. აუცილებელია ასეთი სახლების შექმნა, სადაც ძირითადი აქცენტი იქნება თანამედროვე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მიმარტულებებზე, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ტექნოლოგიებთან ურთიერთობას, მაგალითად, 3D პრინტერის გამოყენებას. ამავე დროს, ეს სახლები, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც მერს პირდაპირი წესით ირჩევენ, უნდა პირდაპირ უკავშირდებოდეს თბილისის ტექნოლოგიურ პარკს. აქ შეიძლება იყოს ხელოვნების წრეები, ჟურნალისტიკა, მაგრამ უპირატესი იქნება ტექნოლოგიური სფერო“, - განაცხადა გამსახურდიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გამსახურდიამ ასევე შეეხო საუნივერსიტეტო სფეროს. მისი თქმით, უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები, კურიკულუმები შიდაბაზრის მოთხოვნებზე უნდა იყოს მორგებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართული უნივერსიტეტი იყოს უშუალო შეხებაში ქართულ შიდაბაზართან და თავისი პროგრამები შექმნან შიდაბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.არ უნდა ხდებოდეს აბსტრაქტული სასწავლო პროგრამების განთავსება ყოველწლიურ სასწავლო რეჟიმში“, - თქვა გამსახურდიამ.

მისი ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, უნდა შემუშავდეს სპეციალური გეგმა, რომ საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა მსოფლიო უნივერსიტეტების 200-სეულში მოხვდნენ. გარდა ამისა, „ინტერპარტიული ჯგუფის“ წევრის თქმით, ქართულმა უნივერსიტეტებმა თანაბრად უნდა გადაანაწილონ პრიორიტეტები სწავლასა და კვლევას შორის.

გამსახურდია ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ სტიპენდიები დაენიშნოს უცხოელ სტუდენტებსაც. მისი აზრით, ის სტუდენტები, რომლებიც „დაამთავრებენ ქართულ უნივერსიტეტს, ისწავლიან ქართულ ენაზე , იქნებიან საქართველოს დესპანები“.

„ინტერპარტიული ჯგუფის“ წევრის განცხადებით, უმუშევრობის დასაძლევად უნდა აღდგეს პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები.

„ასევე აუცილებელია, საქართველოში აღდგეს პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, სადაც ადამიანები, სტუდენტები, ახალგაზრდები შეისწავლიან კონკრეტულ ხელობას. საბჭოთა კავშირის დროს პროფტექნიკუმში წასული ახალგაზრდების მიმართ იყო გარკვეული დამცინავი დამოკიდებულება და ამის ბრალიცაა უმუშევრობის მაღალი დონე ქვეყანაში. კონკრეტული ხელობის სწავლა შეუწყობდა ხელს უმუშევრობის შემცირებას. ქვეყანაში არაა ადგილი, სადაც წახვალ და ისწავლი, თუნდაც მანქანის შეკეთებას. ბევრი პრაქტიკული პროფესია შეიძლება გამოვყოთ, რომლებიც საქართველოში არ ისწავლება“, - განაცხადა გამსახურდიამ.

ასევე ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ქართულ უნივერსიტეტებში გაიხსნას სამხედრო კათედრა, რაც „განპირობებულია ქვეყნის რთული გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით“. გამსახურდიას თქმით, ასეთ კათედრებში სტუდენტები გაივლიან მინიმალურ სამხედრო მომზადებას.

ანა მებურიშვილი

„თანაინვესტირების ფონდი“ გამორიცხავს პროექტ „პანორამა თბილისის“ კავშირს კანონპროექტთან საბაგიროების მოწყობის შესახებ

26 აპრილი, 2017 , 18:50

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ განცხადებით, პროექტი „პანორამა თბილისი“ არ უკავშირდება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმე

,,ამბასადორ კაჭრეთში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონისძიება იმართება

26 აპრილი, 2017 , 17:00

სასტუმრო ,,ამბასადორ კაჭრეთში’’ გაეროს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის ანალიტიკური დოკუ

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში პროფესორ ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის 93 წლის იუბილე აღნიშნეს

26 აპრილი, 2017 , 15:45

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მრავალპროფილურ და იშვიათი დაავადებების განყოფილებას პროფესორ ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის სახელი მიენიჭა. კლინიკაში საიუბილეო საღამოც გაიმართა, სადაც მისმა მოსწავლეებმა და კოლეგე

ქართული ბიზნესი ბორჯომის ტყის გადასარჩენად ერთიანდება

26 აპრილი, 2017 , 14:55

საქართველოში ბორჯომის ტყის სრულად აღსადგენად მასშტაბური კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, 750 000 ხის დარგვა იგეგმება. კამპანიის მიზანია, გააერთიანოს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები და ყველა მსურველი ტყის გადასარჩენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ხეხილის ესპანური ჯიშები გადაეცა

26 აპრილი, 2017 , 14:55

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა.  სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „ვივე

ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცეცხლი გაჩნდა

26 აპრილი, 2017 , 14:20

ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცეცხლი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადაგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა. როგორც მედიანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუ