უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს - ფიქრია ჩიხრაძე
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტი კონსულტაციებს გაივლის აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, რის შემდგომ დაასახელებს კანდიდატურას.
„ვფიქრობ, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რადგან იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს მოქმედებს, ძალიან კარგად განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებებს. ყველა მოსაზრება, რომელსაც ამის თაობაზე ვისმენდით, არის ალბათობის ნიშნით აღბეჭდილი და ხშირ შემთხვევაში მაინცდამაინც ლოგიკასთან არ არის კარგ მიმართებაში. ჩვენ შეგვიძლია უამრავი რამ ვივარაუდოთ, მაგრამ კონსტიტუცია რასაც განსაზღვრავს, პრეზიდენტი იმ ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თვითონ პოლიტიკურ ჯგუფებს რა დამოკიდებულებები ექნებათ ერთმანეთთან, მართველ ძალასთან, თუ ოპოზიციურ ძალებთან, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამ საქმეში არც ვერეოდით, არც კომპეტენცია გვაქვს და არც კონსტიტუცია გვავალდებულებს ამ მხრივ რაიმე ნაბიჯების გადადგმას. თუ კანდიდატურები შიგნით პოლიტიკური ჯგუფებისთვის არ იქნება მისაღები და ამაზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ეს გამოჩნდება კონსულტაციების დროს და სწორედ ეს კონსულტაცია არსებობა, რათა პრეზიდენტმა ამ კონსულტაციებიდან გამომდინარე მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა.