უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აპრილი, 2017 12:45
font-size

კონსტიტუცია უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე ძირითადი საქმე დაუსახა და ყველა შესრულებულია.

როგორც ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ამიტომ ინტერესი გასაგებია.

”დაახლოებით 4 თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი საკონსტიტუციო კომისიაში, რომლის საფუძველზეც მომზადდა კონსტიტუციური კანონის პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე შედის ცვლილებები როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით ქვეყნის ძირითად კანონში. პარლამენტმა კომისიას ორი ძირითადი საქმე დაუსახა - ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის, გვაქვს მთელი რიგი ნორმები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის განსაკუთრებით ხელისუფლების განაწილების პრინციპს. ეს დასკვნა არის ხაზგასმით გამოყოფილი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 2010 წელს დადო ამ ორგანომ. მეორე ამოცანაა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სრულყოფილ განვითარებას. ეს ორი ამოცანა ვფიქრობთ, რომ არის შესრულებული კომისიის მიერ. გარდა ამ ორი ამოცანისა, კიდევ ერთ ამოცანას გამოვყოფდი, ეს არის კონსტიტუციის ტექნიკური დახვეწა. კონსტიტუცია უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამ ამოცანას მოქმედი დოკუმენტი არ ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს უამრავი ტექნიკური ხარვეზიც, მათ შორის გრამატიკულიც. მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო, იმდენად არეული იყო სტრუქტურა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:34

საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე

საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 19:23

დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შ

მთავრობამ ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლე

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

25 სექტემბერი, 2020 , 15:30

ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზ

გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა

25 სექტემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის თავდაცვის მინისტრ ტიბორ ბენკოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები გ

დავით ზალკალიანმა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან სატელეფონო საუბარი გამართა

25 სექტემბერი, 2020 , 12:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „სატელეფონო საუბრისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.