უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2017 13:55
font-size

კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალება ქართული მიწის გაყიდვა - ირმა ინაშვილი

საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალება ქართული მიწის გაყიდვა, დანარჩენი დეტალები კი ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა გლდანში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მსგავსი გამოცდილება არის ლიტვაში.

,,საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენი მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს და ჩვენ ვითხოვთ, რომ მკაფიო ფორმულირება იყოს საქართველოს კონსტიტუციაში. საუბარია იმაზე, რომ ორგანული კანონი დაარეგულირებს მიწის თემას, რაც საკმარისი არ არის. საფრთხეები ძალიან დიდია. რისკია ძალიან მაღალი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ნებისმიერ მილიარდერს შეუძლია მთელი ეს ფართობი შეიძინოს. მკაფიო უნდა იყოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ასე უდიერად არ ჩაიგდონ ხელში ქართული მიწა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატი ასევე ფიქრობს, რომ უნდა გამკაცრდეს ის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი მოქალაქე, ძირითადად, აზიური ქვეყნებიდან, შემოდის საქართველოში და ერთ საათში იღებს მოქალაქეობას. ეს არ არის ნორმალური პროცესი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო ფასს ადებს მისი მოქალაქის სტატუსს. თქვენ ვერ ჩახვალთ გერმანიაში და ერთ საათში ვერ მიიღებთ გერმანიის მოქალაქეობას, ამიტომ უნდა იყოს მკაფიო კრიტერიუმები, ვის და რატომ ვანიჭებთ საქართველოს მოქალაქეობას. აქ ძირითადად აზიური ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან და იღებენ მოქალაქეობას, ეს ის ქვეყნებია, სადაც მაღალია ტერორიზმის საფრთხე და ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვუქმნით სერიოზულ პრობლემას, რაც დაკავშირებულია ტერორიზმის იმპორტთან და ჩვენ არ ვიცით, ხვალ და ზეგ რა კოცონები დაინთება ამ ქვეყანაში. ამიტომ პრევენციაა საჭირო და ძალიან ფრთხილი და გონივრული პოლიტიკის წარმართვა", - განაცხადა ინაშვილმა.

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის მთლიანი საშუალო ხარჯი თვეში, წინა წლის იგივე მაჩვენებელზე, 4.8 პროცენტით მეტია

25 მაისი, 2020 , 12:11

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ თვეში 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამი

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

25 მაისი, 2020 , 10:50

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

25 მაისი, 2020 , 10:15

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავდე 3,6 მაგნიტუდას, სიღრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 მაისი, 2020 , 11:05

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. „კორონავირუსის

თბილისში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომობილს დაეცა

23 მაისი, 2020 , 16:42

ძლიერმა ქარმა თბილისში ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც კორპუსთან მდგომი ავტომობილები დაზიანდა. შემთხვევა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიკა ხიდურელი ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამ

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე

23 მაისი, 2020 , 15:55

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმიანება საქართველოში შექმნილ ეპიდემილოგიურ სი