უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ივნისი, 2017 17:55
font-size

კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩანაწერი დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ - დიმიტრი ხუნდაძე (ვიდეო)

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციტიავით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩანაწერი დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ.

ხუნდაძის თქმით, დოკუმენტში უნდა აისახოს, რომ სახელმწიფო ზრუნავს ვითარების გაუმჯობესებაზე და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

დეპუტატის თქმით, დემოგრაფია თავისი მნიშვნელობით სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს, რასაც ადასტურებს წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი.

„საკონსტიტუციო პროექტში ბევრი მიმართულებაა ფორმულირებული ჩანაწერის სახით, ეს მისასალმებელია. მაგრამ, ვფიქრობ, რომ გამოგვრჩა ერთი მთავარი მიმართულება. არაფერია ნათქვამი დემოგრაფიაზე, არადა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის დემოგრაფიული პრობლემა არის ნომერ პირველი პრობლემა ტერიტორიული მთლინობის პრობლემასთან ერთად. ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც და კონსტიტუციაში ჩანაწერის ღირსია ეს მიმართულება. მითუმეტეს, როდესაც შევდივართ გარდამავალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში, რომელიც დაიწყო 90-იანი წლებიდან. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. მაგრამ დემოგრაფია არ არის მარტო შობადობისა და სიკვდილიანობის აღრიცხვა, ესაა პოლიტიკების პოლიტიკა. აქ გარდა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისა, ასევე მნიშვნელოვანია დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის სწორი მართვა, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურიდან, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომ ერის აქტიური დაბერების პროცესი მიმდინარეობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს [ერის დაბერება] არაა ნეგატიური პროცესი, რომ შევაჩეროთ, მაგრამ ამას სჭირდება სწორი მართვა. ესაა დემოგრაფიული გარდაქმნის გარდაუვალი პროცესი.

წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი, ვინაიდან ესაა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ ვფიქრობ, გარკვეული ფორმულირება, თუნდაც იმდაგვარი, რომ სახელმწიფო ზრუნავს დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაზე და ამისთვის ქვეყნისთვის შესაძლო ყველა აუცილებელ პირობას ქმნის. შესაძლოა, ეს იყოს მეხუთე მუხლში ან სხვა მნიშვნელოვანი ადგილი მოვუძებნოთ“, - განაცხადა ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ანა მებურიშვილი


ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი