უკან

პოლიტიკა

24 იანვარი, 2017 18:05
font-size

კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც არ იქნება ყოველ წუთში შესაცვლელი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და საკუთარი ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დაყრდნობილი იქნება მომავლის ხანგრძლივ ხედვაზე.

,,უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ამ ქვეყანას, რა ტიპის კონსტიტუცია გვჭირდება, უნდა შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომელიც არ იქნება ყოველ წუთში შესაცვლელი და დაყრდნობილი იქნება მომავლის ხანგრძლივ ხედვაზე’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი იურიდიული და კონსტიტუციური გამოცდილება.

რაც შეეხება, კომისიის პირველი ჯგუდის შეხვედრას, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სხდომაზე მან წარადგინა წინადადება, რომ აკრძალვა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მოხსნილი იყოს ჩვენ კონსტიტუციიდან.

,,ზოგჯერ არსებობს შიშები და ეს ცუდია, როდესაც კონსტიტუციას და სერიოზულ პრობლემებს განვიხილავთ. იყო ერთი ასეთი კითხვა: რა მოხდება, თუ ორმაგი მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ ერთ დღეს გახდებიან რაოდენობით უფრო ძლიერები ვიდრე საქართველოში მყოფი მოქალაქეები და ზეგავლენას მოახდენენ თუნდაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ვთქვათ არჩევნებზე?

ამაზე არის ასევე მარტივი პრაქტიკა, გუშინ შევხვდი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც არის პასუხისმგებელი საბერძნეთის დიასპორის საკითხებზე და მათ გააჩნიათ ძალიან დიდი დიასპორა იგივე პრობლემებით. მათ გადაწყვიტეს როგორც სხვა ქვეყნებმა, იტალიამ საფრანგეთმა და ა.შ ჩვენც შეგვიძლია, რომ უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებსაც აქვთ მოქალაქეობა ექნებათ საშუალება, პიდაპირ აირჩიონ თავიანთი რამდენიმე დეპუტატი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ ექნებათ ძლიერი გავლენა შიდა პოლიტიკაზე, მაგრამ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს პოლიტიკაში და თავიანთი ინტერესები იყოს დაცული’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აქვე, პრეზიდენტის ინსტიტუტსა და სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,რაც შეეხება სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანს და პრეზიდენტის ინსტიტუციას, მიმაჩნია, რომ თუ გვინდა იყოს ეს ფუნქცია ისე როგორც არის, ინსტიტუციურად თუ მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებების, კონსტიტუციის, ქვეყნის მიმართულებებს და ა.შ გარანტორია ეს ინსტიტუცა და არ გვინდა ვიყოთ სრულიად დამოკიდებული იმ თუ ამ უმრავლესობაზე, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ალბათ სწორი ფორმულირებაა, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც შეიძლება რაღაც ნაწილებში იყოს გამოსწორებული’’, - განაცხადა დეპუტატმა.

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განსაზღვრის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას კონსტიტუცია, სადაც ქვეყნის გამთლიანება იქნება გათვალისწინებული.

,,ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, ჩემი აზრით, არ შეიძლება ქვეყნას 25 წლის მერე ჰქონდეს ასეთი გარდამავალი კონსტიტუცია, რადგან ძალიან ბევრ მუხლებში ვწერთ: „სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“.... შეიძლება მიამიტი ვარ, იდეალისტი, მაგრამ უნდა შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, სადაც გამთლიანება იქნება გათვალისწინებული, მაგალითად, ორი პალატა არა რადგან, დაველოდოთ როცა... მე ვამბობ, რომ ორი პალატა დღეს, მაგრამ გავითვალისწინოთ დეპუტატების ანსამბლეაში კვოტა, რომელიც იქნება აფხაზებისთვის და სამაჩაბლოსთვის, იყოს მათი ადგილები და დღეს ან ხვალ იქნება შევსებული. ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა იმისი, რასაც ვაცხადებთ, გვიყვარს რიტორიკა და განმეორებითი დამაჯერებელი განცხადებები მაგრამ მთავარია ჩვენ ჩვენში გვჯეროდეს, რომ ეს მოხდება და კონსტიტუციას, რომელსაც ვცვლით უდნა იყოს მორგებული მომავალზე’’, - განაცხადა ასალომე ზურაბიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

21 ივლისი, 2019 , 17:33

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს &ldq

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

19 ივლისი, 2019 , 11:44

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა

საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება

18 ივლისი, 2019 , 14:20

„ისრაელის სახლის“ მოწვევით, თბილისს ისრაელის ქნესეთისა და პრემიერ ნეთანიაჰუს პარტიის - ლიქუდის წევრები, აგრეთვე, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. 25-კაციან დელეგაციას ქნესეთის მმართველი კოალიციი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს