უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
არქივი
საზოგადოება

კონსტიტუციის 100 წელი - სამოქალაქო საზოგადოების ახალი მანიფესტი რომელსაც `ლელო`, ` სტრატეგია აღმაშენებელი` და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოეწერა მანიფესტს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია შეუერთდნენ.
„ლელოს“ ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკოსებთან ერთად გამოდის ინიციატივით - შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია ბევრად კარგი იყო წლების წინ, ვიდრე ის დღეს არის. დღესვე სიმბოლურად მოეწერა ხელი მანიფესტს.
აღნიშნულ ღონისძიებას ექსპერტული წრეების და საზოგადოების წარმომადგენლების ხათუნა ლაგაზიძის, დავით კიზირიას, ლაშა ბუღაძის, რატი ამაღლობელის და საზოგადოების სხვა წევრების გარდა ესწრებოდნენ პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერები. მანიფესტზე ხელმოწერას შეუერთდა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.
„ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რომელიც აღნიშნული მანიფესტის ერთ ერთი ხელმომწერია აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეები უმნიშვნელოვანესი საკითხის კონსტიტუციის გარშემო გაერთიანდნენ.
„მთელი ძალაუფლება, რეალურად, ეკუთვნოდა ხალხს. სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით - კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია, თუმცა ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი,"- ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
13 აპრილი, 2021 , 10:42