პოლიტიკა
კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, ეს სხვა პირი აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს - ირაკლი კობახიძე
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
„ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას უწყობდა ხელს კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების პოლიტიკა. ეს იყო გარედან თავსმოხვეული. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები. საზოგადოებამ სწორედ ასეთი დისკუსიების საფუძველზე უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალობოს საკუთარი აზრი. ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, რომ ეს სხვა პირი, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს.
„თუ არ აღიარებს, რა ჯანსაღ დისკუსიებზეა საუბარი. ამიტომ, არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, რომ ის დებატები, რომელიც გაიმართა, მაგალითად „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ეფუძნება სწორ პრინციპებს. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კონკრეტული ფორმატი ჩვენ მოგვცემს შედეგს და შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირება და იმ ნეგატიური მუხტის შემცირება საზოგადოებაში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი. ამიტომ, სწორი პრინციპები უნდა არსებობდეს, სწორ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი დისკუსია, დებატები. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, ძალიან მაღალია საოპერაციო ხარჯები - შოთა ბერეკაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 17:34
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი იწყება, რაც თითოეული დევნილისთვის სილის გაწვნაა - სოფო ხორგუანი
13 თებერვალი, 2026 , 17:17
რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში - საქართველოს რკინიგზა
13 თებერვალი, 2026 , 16:56
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ისგან საჩივარზე პასუხი მიიღო
13 თებერვალი, 2026 , 13:36
პრემიერ-მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომელსაც საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებით ე.წ. პროევროპული ძალები ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ - შალვა პაპუაშვილი
13 თებერვალი, 2026 , 12:23
მაკა ბოჭორიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13 თებერვალი, 2026 , 11:52


