უახლესი ამბები
- 25.02.2021 21:54კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
- 25.02.2021 21:21ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
- 25.02.2021 20:23პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
- 25.02.2021 20:02ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
- 25.02.2021 19:33თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 25.02.2021 19:21პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს
არქივი
საზოგადოება


კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ხანძრის დამარცხებაზე - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების გაანალიზების დრო ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის შემდეგ დადგება. დოლიძის თქმით, უმჯობესია, ყურადღების გამახვილება სახანძრო-სამაშველო სპეცოპერაციის წარმატებით დასრულებაზე.
„როდესაც გამოჩნდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობის ჩართვის აუცილებლობა, სწორედ მაშინ იყო ეს მოთხოვნილი შესაბამისი პირების მიერ, ვინც ყოველწამიერად არის ჩართული ამ ოპერაციაში. სწორედ მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული შეიარაღებული ძალების ჩართვის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს აქვს კითხვა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, როცა ყველაფერი დასრულდება, იქნება ოპერაციის სიღრმისეული ანალიზი, კვლევა, გამოძიება და მასზე მსჯელობა.
ამ ეტაპზე ყველამ იცის, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე და თანამშრომელი ჩართულია ძალიან მძიმე საქმიანობაში, რომ გადალახოს ეს სტიქია. ჩვენი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება, კონცეტრირება მოვახდინოთ იმაზე, რომ წარმატებით დავამარცხოთ ეს ხანძარი. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს ექნება ბევრი რამ სასწავლი და გასაანალიზებელი.
ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სტიქიასთან. ფართომასშტაბიან სტიქიურ მოვლენებთან. ბუნებრივია, როგორც კი დასრულდება მასთან გამკლავება, ისე როგორც ხდება ყველა ევროპულ სახელმწიფოში, შემდეგ ძალიან ბევრი დაფიქრება და ვითარების შესწავლა იქნება აუცილებელი. იქნება ეს სისხლის სამრთლის საქმე თუ უბრალოდ ანალიტიკური“, - თქვა დოლიძემ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა.
ბორჯომის ხეობასი ხანზარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია და დარჩენილია რამდენიმე კერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
25 თებერვალი, 2021 , 21:54

ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე - სალომე ზურაბიშვილი
25 თებერვალი, 2021 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3265 ლარი გახდა
25 თებერვალი, 2021 , 17:20

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ - ამირან გამყრელიძე
25 თებერვალი, 2021 , 16:30

26 თებერვლამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
25 თებერვალი, 2021 , 15:00

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ
25 თებერვალი, 2021 , 15:00