უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2020 12:45
font-size

კონცერტებს ორგანიზებას არ ვუკეთებთ, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში კონცერტებს უწევს ორგანიზებას.

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია კონცერტებს უბრალოდ აფინანსებს.

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებსა და ღონისძიებებს. თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და ყველა ვალდებულია, რეკომენდაციები დაიცვას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და არასდროს ადამიანებს პრობლემის წინაშე არ დავტოვებთ. ამისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს. ამის შემდეგ, 12 სექტემბერს, მერიის ნებართვით, კიკვიძის ბაღში კონცერტი გაიმართა. მერიის ნებართვითვე, 14-15-16 სექტემბერს თბილისში მუსიკალური ფესტივალი იმართება.

ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

23 სექტემბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდ

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენება მოხდება - კელი დეგნანი

23 სექტემბერი, 2020 , 18:35

დიდი ინტერესია საქართველოში არჩევნებისადმი, ასევე ქვეყნის პროგრესზე, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის კუთხით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კე

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

23 სექტემბერი, 2020 , 17:40

გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2641 ლარი გახდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2537 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა. ეროვნული ბ

მეჭიაურის მძღოლი კომიდან გამოვიდა - ოჯახი ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვს

23 სექტემბერი, 2020 , 17:15

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, გიორგი ხუმარაშვილი კომიდან გამოვიდა. 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებენ სამართალდამცველები გიორგი ხუმარაშვილის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.