უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2025 12:36
font-size

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 11 ჰექტარია.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი იყო პრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ათეული წლების განმავლობაში 3 500-მდე დაზარალებული ოჯახი ვერ იღებდა საკუთარ ფართებს. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავეცით დაპირება, რომ მათ აღნიშნულ პრობლემას მოვუგვარებდით – აუშენდებოდათ და საკუთრებაში გადაეცემოდათ ბინები. ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამებით, დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები საკუთრებაში, ზოგიერთი მათგანის ბინები კი მშენებლობის პროცესშია. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ოჯახები ფართებით დასაკმაყოფილებელი, დამატებით გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 11 ჰექტარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფართებით დამატებით 300-მდე დაზარალებული ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.

„გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, თბილისის მუნიციპალიტეტს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დასაკმაყოფილებლად გადმოსცეს არანაკლებ 24 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეგვეძლება, დამატებით დავაკმაყოფილოთ 300-მდე დაზარალებული ოჯახი. მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ამ პროექტებით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ გაეცნონ შესაბამის პირობებს და მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2025 , 15:55

მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობ

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება

30 აპრილი, 2025 , 15:41

გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებით 4GB-ის ფესტივალის ბილეთების შეძენისას

30 აპრილი, 2025 , 15:35

საქართველოს ბანკი კულტურული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - 4GB-ის მხარდამჭერია. ღონისძიება მსმენელებს 16 მაისს, საღამოს 11

SOLO-ს მხარდაჭერით Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის ღონისძიება გაიმართება

30 აპრილი, 2025 , 14:23

1 მაისს SOLO- მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესე

ბიზნეს შეთავაზებები სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

30 აპრილი, 2025 , 10:53

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმარებლებისთვის სპეციალუ

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს

30 აპრილი, 2025 , 10:43

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით „თოდუას კლინიკა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. განცხადების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი