უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 მაისი, 2018 17:00
font-size

კორეაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასთან დაკავშირებული მოვლენების, ქვეყნის სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით იმჟამინდელი ხელისუფლების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დღეს არსებული ვითარების, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის კულტურასთან დაკავშირებული შემეცნებითი მასალა.

ღონისძიებას კორეის საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ვენესუელაში საპროტესტო აქციებს 16 დემონსტრანტი ემსხვერპლა

24 იანვარი, 2019 , 11:15

ვენესუელაში ასობით ათასი ადამიანი პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. ხუან გუაიდომ ფიც

ლევან დავითაშვილი ბერლინში მინისტერიალს დაესწრო

22 იანვარი, 2019 , 12:54

საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინში ყოველწლიურ გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო

ისრაელმა სირიაში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დაბომბვა განახორციელა

21 იანვარი, 2019 , 10:24

ისრაელმა სირიის დედაქალაქში განთავსებული ირანელი სამხედროების წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა განახორციელა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით პირველი არხი იტყობინება, რომ სხვადასხვა მიმართულებიდან მართვ

კედელი `მეოცნებეების` სანაცვლოდ - ტრამპი დემოკრატებს შეთანხმებას სთავაზობს

20 იანვარი, 2019 , 13:19

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური ბრიფინგი გამართა და მთავრობის მუშაობის სრულად აღსადგენად საკუთარი გეგმა წარმოადგინა. ის კვლავ მოითხოვს მექსიკასთან სასაზღვრო კედლისთვის საჭირო თანხების გამოყოფას

გერმანია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

19 იანვარი, 2019 , 14:12

გერმანიიის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა, პარასკევს უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, - ი

ლაიფციგის აეროპორტიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

18 იანვარი, 2019 , 10:10

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა. როგორც გერმანული პრესა წერს, დეპორტირებულთაგან 26 თა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`