უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ივნისი, 2021 16:31
font-size

კორეის რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს - გენადი არველაძე

24-25 ივნისს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი გაიმართა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა გუნდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში, 2019 წლის დეკემბერში გაიმართა. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა დავის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

„კორეის რესპუბლიკა არის ჩვენთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც უდიდესი პოტენციალი არსებობს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია ბოლო წლებში კორეელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი სულ უფრო მზარდი დაინტერესება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროთი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას, ხელშემკველ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას“, - განაცხადი მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 1997 წელს განხორციელდა, მას შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, საერთო ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 204.32 მლნ. აშშ დოლარი, მათ შორის 2016-2020 წწ. 123.79 მლნ. აშშ დოლარი.
საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა შორის არიან საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

13 სექტემბერი, 2021 , 11:39

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 56.7 პროცენტით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 43.4 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

3 სექტემბერი, 2021 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მეორე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7 პროცენტით გაიზარდა და 35.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ზ

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 361 მლნ ლარით გაიზარდა – ეროვნული ბანკი

31 აგვისტო, 2021 , 19:21

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 361.0 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 39.1 მლრდ ლარს გაუტოლდა. „კომე

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს - ნათია თურნავა

31 აგვისტო, 2021 , 14:59

პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ახალი პროექტების დახმარებით, წელს და გაისად 1300 ბიზნესსუბიექტი ისარგებლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც თურნავამ აღნ

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 აგვისტო, 2021 , 11:43

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვე

პრემიერის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის ახალი პროგრამები - ნათია თურნავა

25 აგვისტო, 2021 , 16:19

გვიხარია და დიდი პატივია, რომ სახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების დახმარებით სვანეთში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და აქ ათობით ახალი სასტუმრო აშენდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი