უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2020 14:20
font-size

კორონავირუსი მაშველი რგოლი აღარ არის, უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს რეალურად მმართველი გუნდი - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნება“ რეალურად ჩამოკიდებულია ბოლომდე ამ კორონავირუსს და მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკური სარგებელი ნახოს. არჩევნებამდე ცდილობს მიათრიოს ეს პროცესი”- - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„მმართველი პარტია სარგებლობს და ბოლომდე იყენებს კორონავირუსს ყველა მიმართულებით. მოდი ვაღიაროთ, რომ კორონავირუსი მაშველი რგოლი აღარ არის, უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს რეალურად მმართველი გუნდი, იმიტომ რომ კორონავირუსამდე მისი რეიტინგი 20%-ს არ აღემატებოდა რეალურად მოსახლეობაში და კორონავირუსის ფონზე გარკვეულწილად ცოტა წამოიწივნენ, ამოისუნთქეს.

„ქართული ოცნება“ რეალურად ჩამოკიდებულია ბოლომდე ამ კორონავირუსს და მაქსიმალურად ცდილობს პოლიტიკური სარგებელი ნახოს. არჩევნებამდე ცდილობს მიათრიოს ეს პროცესი.

დღეს გამოდის პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე, რომ 15 ივლისამდე რაც ჰქონდათ, ფაქტობრივად, ანტიკონსტიტუციურად საგანგებო მდგომარეობა შემოღებული, უნდა გააგრძელონ 2021 წლის პირველ იანვრამდე ანუ მაქსიმალურად სარგებლობს და სარგებლობს, მათ შორის, კორუფციულ ნაწილში. სარგებლობს იმით, რომ ყველაფერს აბრალებს კორონავირუსს და ამბობს, რომ პირდაპირი შესყიდვა იყო საჭირო, დრო არ იყო, ოპერატიულობა ითხოვდა და შესაბამისად, ეს თანხები ხვდება სწორედ იმ ოლიგოპოლიურ და პოლიტიკურ კონიუნქტურასთან შეზრდილ ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებიც ამით სარგებლობენ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი