უახლესი ამბები
- 20.01.2021 18:03დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
- 20.01.2021 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
- 20.01.2021 17:30მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
- 20.01.2021 16:35პრემიერ-მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა
- 20.01.2021 16:35ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
- 20.01.2021 16:35ახალი ბრალდებით დავაზუსტეთ `მათი ქმედების მოტივაცია` - კარტოგრაფების საქმის პროკურორი
- 20.01.2021 16:35ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
- 20.01.2021 15:40რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- 20.01.2021 15:40სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
- 20.01.2021 15:00ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გვყავდეს - კახა კალაძე
არქივი
საზოგადოება


კორონავირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება - ლევან დავითაშვილი
პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის ვიცეპრეზიდენტი პაოლო დე კასტრო, იტალიის სავაჭრო, ინდუსტრიის, სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების ვიცეპრეზიდენტი და კაზერტას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ტომაზო დე სიმონე, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი ლუიჯი მოიო, იტალიის ღვინოების გაერთიანების პრეზიდენტი ერნესტო აბონა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ დირექტორი თინა კეზელი.
„კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ, ფაქტობრივად ევროპის ყველა ქვეყანაში, ღვინის გაყიდვებთან დაკავშირებით, პრობლემები შექმნა. შეხვედრაზე ევროკავშირის ვიცეკომისარმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დარგში, ღვინის სექტორთან დაკავშირებით არსებული ვითარება მიმოიხილა. საუბარი შეეხო მომავალ რთველს, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება. დარგის გადასარჩენად, ქვეყნების მთავრობები სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს განიხილავენ. ბევრ მათგანს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღიად და პირდაპირ დააფიქსირა, რომ არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები. ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, სწორი აქცენტები უნდა გაკეთდეს. რეალურად, ბევრი თვე და წლებიც კი კრიზისი იქნება აგროსასურსათო დარგში და განსაკუთრებით მეღვინეობაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის მეღვინეობაში. განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები დაზარალდნენ. ისინი, ძირითადად, ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულები. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ონლაინ ფორმატში შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრების მონაწილეობით ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო „მერანოს ღვინის ფესტივალზეც“, რომელიც, სრულიად ახალი კონცეფციით, წლის ბოლოს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ „მერანოს ფესტივალს”, 2021 წელს, საქართველო უმასპინძლებს.
მოსამზადებელი სამუშაოები იტალიურ მხარესთან ერთად მიმდინარეობს“, - განაცხადა თინა კეზელმა.
„მერანოს 29-ე ღვინის ფესტივალში“ კი, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „ვუბრუნდებით ფესვებს“.

დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს
20 იანვარი, 2021 , 18:03

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა
20 იანვარი, 2021 , 17:30

მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე
20 იანვარი, 2021 , 17:30

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
20 იანვარი, 2021 , 16:35

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა
20 იანვარი, 2021 , 16:35

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს
20 იანვარი, 2021 , 15:40