უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2020 11:55
font-size

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 683 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 381 კი აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 593, აჭარაში-1 435.სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 026 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972 “, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) სხდომაზე, საქართველოში, ზეთისხილის კულტურის წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სი

ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან საზღვაო სექტორში დასაქმებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით ითანამშრომლებს

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა. მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სა

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა იწყება

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ევროფესტივალი 29 ნოემბერს  გაიმართება. წელს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან, შედის გადაადგილების შეზღუდვა, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად, გარდა ამისა, შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალინდელი დღის 21:00 საათიდან, შედის გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას, როგორც პირადი ავტომობილებით, ტრანსპორტით, ასევე ქვეითად. გარდა ამისა, შეწყდება საქალ

ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) სხდომაზე, საქართველოში, ზეთისხილის კულტურის წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა

27 ნოემბერი, 2020 , 14:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სი