უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
საზოგადოება
24 სექტემბერი, 2020 12:45
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარას, 34 თბილისს, ხოლო 22 იმერეთს უკავშირდება.
დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.
„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში – 34, იმერეთში – 22, აქედან 15 ქუთაისში, სამი წყალტუბოში, თერჯოლაში – ერთი, საჩხერეში – ერთი, ბაღდათში – ორი. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, გორში – ერთი, მარნეულში – ერთი, მცხეთაში – ერთი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული – ხუთი“, – აღნიშნა ენდელაძემ.