საზოგადოება
კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების პირველწყარო ჯერ უცნობია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის ინფიცირების წყარო უცნობია და ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„ექვსი შემთხვევიდან ერთი არის საკარანტინო სივრიციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტიებული შემთხვევა, ერთი არის სამედიცო პერსონალი და ოთხი პაციენტის წყაროს დადგენაც გრძელდება. პირველ წყარო ოთხ შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიმდინარეობს კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა. იმედია, წყარო მოიძებნება“,- განაცხად ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევის გამოვლენა საგანგაშო არ არის.
„ერთნიშნა ციფრებია და ასეთი ერთნიშნა ციფრები თუ გაგრძელდება, მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის ცუდი, პირიქით, ეს არის კარგი. ყოველ დღე ერთი ვერ იქნება. 10-ზე მეტი დადასტურებული პაციენტი ჩვენ რამდენი ხანია არ გვყოლია, ეს არ არის ცუდი, ეს არის კარგი, ეს არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, თუ ამას შევინარჩუნებთ ჩვენ მთელი პერიოდის განმავლობაში, ეს არ იქნება ცუდი და არ იქნება მდგომარეობის გაუარესების საწინდარი, ამიტომ, ამ 6 ახალ შემთხვევაზე ნუ ვილაპარაკებთ როგორც რაღაც განსაკუთრებულად მომატებულზე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.