უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 10:55
font-size

კორონავირუსის გავრცელების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინისტროს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.

დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები იმსჯელებენ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი ვირუსის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მინიმალურია.

„დღეს გაიმართება შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც განიხილება ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით რა ზომები არის მისაღები. ექსპერტები წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს, არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

17 თებერვალი, 2020 , 17:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

17 თებერვალი, 2020 , 17:05

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკრ

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`