უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2020 17:25
font-size

კორონავირუსის ოთხი ძირითადი ნიშანი, როცა სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს

კორონავირუსით ავადმყოფობისას ოთხი ძირითადი ნიშანია, როდესაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახოთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა.

„ოთხი ძირითადი კარდინალური ნიშანი, რა დროსაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. ეს არის სუნთქვის გაძნელება, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის არეში, კონფუზია, ანუ გონების დაბინდვა ან ძლიერი ძილიანობა, რა დროსაც სხვისი დახმარების გარეშე თქვენ თავად გაღვიძება არ შეგიძლიათ. ასევე, აღინიშნება ტუჩების, სახის ან კიდურების გალურჯება. თუ ამ ოთხი კარდინალური ნიშნიდან ერთ-ერთი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ შედარებით მძიმე დაავადებასთან გაქვთ საქმე და ფრთხილად უნა იყოთ. თუ შეძლებთ, სწრაფად დაუკავშირდით ექიმს ან გადაუდებელ დახმარებას მიმართეთ“, - განაცხადა მაჩაიძემ.
ინფექციონისტმა ასევე ისაუბრა, თუ რა დროშია მოსალოდნელი გართულებები და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება.

„დაავადების სიმპტომების გამოჩენიდან მე-5 მე-7 დღეს იწყება პაციენტის მდგომარეობის დამძიმება. თუმცა მოსალოდნელია მე-10 მე-14 დღემდეც. ამ შემთხვევაშიც უნდა ვიყოთ ფრთხილად. მდგომარეობის დამძიმებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს წუთებში არ მოხდება. ჰოსპიტალში ვინც ხვდება, მათ დღეების განმავლობაში აქვთ ჩივილები. ყურადღება არ მიაქციეს, ან გადაწყვიტა, რომ ექიმისთვის არ მიემართა და ამ სიმპტომებით ცხოვრებას აგრძელებდა. როგორც წესი პაციენტის დამძიმება არ ხდება ასე 10 წუთში ან რამდენიმე საათში“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი