უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2020 16:15
font-size

კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს - ლევან თარხნიშვილი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.

მისივე თქმით, ფორსმაჟორული სიტუაცია რისკს ქმნის, რომ კომისიების დაკომპლექტება არაკვალიფიციური და მიკერძოებული პირებით მოხდება.

ამავდროულად, თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მიმართებაში არსებობს პრობლემები, რომელიც მათი მონაწილეობის შანსს არჩევნებში ამცირებს.

„ზოგადად, კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამოდენიმე პრობლემა აქვს. პირველი, ის, რომ მართლაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში და შემჭიდროებულ დროში უწევს საარჩევნო ადმინისტრაციას მოქმედება და ეს ზრდის არაკვალიფიციური კადრებით, ან მიკერძოებული კადრებით კომისიების დაკომპლექტების ალბათობას, რისი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს.
მეორე, ეს არის ის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ძალიან მოკლე დროში უნდა გაიაზრონ და მიიღონ ახალი რეგულაცია, რომ თვითონ უნდა შეატყობინონ გადასატანი ყუთის აუცილებლობაზე მათთვის, რაზეც ჩვენი წინადადება იყო და რჩება, რომ პროაქტიულად საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაწოდოს მათ ეს ინფორმაცია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

კარგი იქნებოდა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას უფრო აქტიურად ემოქმედა, თუმცა შედეგი რაც გვაქვს ეს გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რისკი შევამციროთ და ამ რისკის შემცირების ერთადერთი გზა არსებობს, ამომრჩევლების აქტიურობა, პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აქტიურობა და ზეწოლა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ისე მთლიანად მთავრობაზე.

სწორედ ეს იქნება იმის გარანტია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება გამჭირვალედ და პატიოსნად და მივიღებთ იმ შედეგს, რა დაკვეთაც არსებობს საქართველოს მოსახლეობის და ეს დაკვეთა არის ცვლილებები და „ქართული ოცნების“ სახლში გაშვება“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები - ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინა

საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ - დავით ჭიჭინაძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით დ

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:56

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,“

არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ - სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი პროცესია რაუნდებს შორის, რათ