უკან

საზოგადოება

28 თებერვალი, 2020 12:00
font-size

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„გუშინ შემოვიდა 17 პაციენტი. ამათგან კვლევა ჩაუტარდა 11 და პასუხები უარყოფითია. დანარჩენების ანალიზები სავარაუდოდ შუადღისთვის იქნება ცნობილი. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია და ვაკონტროლებთ სიტუაციას. კორონავირუსიანი პაციენტის მდგომარეობა დღესაც უცვლელად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რასაც ჰქვია სისხლის საერთო ანალიზი და ამ დაავადების კრიტერიუმების შემაფასებელი გამოკვლევები. გუშინდელი კვლევებითაც სტაბილურია სიტუაცია, გართულება არ აქვს. 20 ბოქსი 20 პაციენტს არ ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია სამი პაციენტი დავაწვინოთ ერთად“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

3 აპრილი, 2020 , 22:28

კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

3 აპრილი, 2020 , 22:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 155 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი

კორონავირუსის ოთხი ძირითადი ნიშანი, როცა სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს

3 აპრილი, 2020 , 17:25

კორონავირუსით ავადმყოფობისას ოთხი ძირითადი ნიშანია, როდესაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახოთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამ

ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება - ლევან დავითაშვილი

3 აპრილი, 2020 , 17:10

„დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა

ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ -მაია ცქიტიშვილი

3 აპრილი, 2020 , 17:10

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილმა სესხების გადავადებაზე უარი განაცხადეს და თავიანთ მსესხებლებს შეღავათეაბი არ შესთავაზეს. ამასთან დაკავშირებით დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

3 აპრილი, 2020 , 16:35

3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი