უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
8 აპრილი, 2020 11:45
კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა დასტაბილურდა - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ორის მდგომარეობა უკვე დასტაბილურებულია.
„გვყავდა ოთხი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან ორი უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ორი გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება. იმედი მაქვს, ორ დღეში ჩვეულებრივ განყოფილებაში გადავლენ“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდ19-ით სამი პაციენტია გარდაცვლილი.