საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 203 პაციენტი მკურნალობას, საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს.
რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ გვყავდა 36 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია შსს-ს 3 თანამშრომელი.
"მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და მძიმე პაციენტების სიაში არ მოიაზრება არცერთი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.