მსოფლიო
კორუფცია, ნეპოტიზმი, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება - `ჩეთემ ჰაუსის` უმწვავესი ანგარიში
"ჩეთემ ჰაუსის" ანგარიშში საუბარია საქართველოში კორუფციის, ნეპოტიზმის, ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაზე. ამის შესახებ „რუსთავი2“ იტყობინება.
მათივე ცნობით, კვლევის დახურულ განხილვაზე მიწვეულები იყვნენ ექსპერტები, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს წარმომადგენლები და მრჩეველი. მათ „ჩეთემ ჰაუსის“ ანალიტიკოსმა, კრისტინა გერასიმოვმა წარუდგინა კვლევა, თუ როგორ შეიცვალა და განახლდა პოლიტიკური ელიტები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
„რუსთავი2“ - ის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე განხილულია ე.წ. ძველი გვარდიის მმართველობის სტილი, რომელმაც ქვეყანაში ვარდების რევოლუციის შემდეგ გამქრალი კორუფცია და ნეპოტიზმი ისევ უკან დააბრუნა.
"ჩეთმ ჰაუსის" დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აქტიურად იყენებს კონტროლირებად მედიას, ოპონენტების წინააღმდეგ პროპაგანდის და ყალბი ახალი ამბებისთვის.
კვლევის ავტორი ამბობს, რომ, როცა ქვეყნის მმართველი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს, ეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და მთლიანად ქვეყანას უკიდურესად ასუსტებს.
„მედია მონოპოლია ძველი გვარდიისთვის ჩვეულებრივი აქტივია. ქვეყნის მედიაზე დომინირება საშუალებას აძლევთ მათ საკუთარი პოლიტიკური ნარატივი წინა პლანზე დააყენონ და ძირი გამოითხარონ ოპონენტებს ტრადიციული პროპაგანდით და ყალბი ახალი ამბებითაც კი. საქართველოში ივანიშვილი მნიშვნელოვან მედია აქტივებს ფლობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიხედვით, რთულია მედია ორგანიზაციების ჩათვლით ყველა ბიზნესის დადგენა, რომელიც ყოფილ პრემიერს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით, რადგან ხშირ შემთხვევაში ეკუთვნით ოფშორულ იურიდიულ პირებს და მართავენ ნომინალური დირექტორები ან ნათესავები, როგორიც მაგალითად ყოფილი პრემიერის დისშვილი კობა კობიაშვილია. მოლდოვაში, პრეზიდენტი დოდონი და ვლადიმერ პლახოტნიუკი აკონტროლებენ ქვეყნის მედიას, უკრაინაში ტელერადიო და ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი 6 პირის ხელშია. მაგნატები, მათ შორის პეტრო პოროშენკო, იგორ კოლომოისკი, დიმიტრი ფირტაში, ვიქტორ პინჩუკი და რინატ ახმეტოვი, უკრაინაში 10 ყველაზე პოპულარულ ტელეარხს ფლობენ, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური პარტიების ან კანდიდატების სასარგებლოდ განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო: რუსთავი2
საკვანძო სიტყვები:
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00
დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს
6 მარტი, 2026 , 09:20


