უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 აპრილი, 2019 13:20
font-size

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ - გრიგოლ ლილუაშვილი

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის მნიშვნელოვანია, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა თუ ანალიზი.

„კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, ანელებს განვითარების პროცესს, რთულად გამოსასწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ასუსტებს ნდობას და წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენს პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს სუს-ის მიერ გატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაერთ საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე.

„ამ მიმართულებით 2018 წელის იყო სამაგალითო წინა პერიოდებთან მიმართებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ვაპირებთ გავააქტიუროთ მოქმედებები. 2018 წელს სუს-ის მიერ განხორციელებული საქმეების რაოდენობა, სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა წარმოადგენს 71, ხოლო პასუხისგებაში მიცემული იქნა ჯამში 133 პირი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი