უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 სექტემბერი, 2018 13:10
font-size

კორუფციასთან ბრძოლაში არავისი დაზოგვა არ შეიძლება და არავისზე ხელის დაფარება, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი - ეკა გიგაური „იბერია ტვ“-ზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ტვ იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საქმით სუს-ი უნდა დაინტერესდეს. კერძოდ, საუბარია მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომლებშიც ფიგურირებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე.

„ამ საქმით უნდა დაინტერესდეს სუს-ი, იმიტომ რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სუს-ია პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. შესაბამისად, ეს გამოძიება, ცხადია, რომ ზედამხედველი შეიძლება იყოს პროკურატურა, მაგრამ უნდა იყოს სუს-ის წარმართული.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისტემაზე, რა სისტემაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ანტიკორუფციული სამსახური სუს-ში არ უნდა იყოს. სუს-ი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უფრო დახურული უწყებაა, ამიტომ ბევრ ინფორმაციას იქიდან ვერც გამოიტან და ამის გაკეთება ძალიან რთულია. ჩვენი ბევრი რეკომენდაციის მიუხედავად, ეს ანტიკორუფიული სამსახური მაინც სუს-ში დატოვეს, შეიძლება იმ მიზნითაც, რომ ასეთი მაღალი დონის კორუფციაზე როცა იქნება გამოძიებები, მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს.

ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი თუ დადასტურდა, ეს მართლა საგანგაშო რამ არის, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივი ქრთამის მიცემაზე, აქ ვსაუბრობთ გავლენებით ვაჭრობასა და უზარმაზარ თანხებზე. ეს, რა თქმა უნდა, აზარალებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ჩვენს ბიუჯეტს, თუკი ასეთი რაღაცები ხშირად ხდება და , რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს“, -თქვა გიგაურმა.

კითხვაზე რამდენად ადეკვატურია მმართველი გუნდის პასუხები „ტვ იბერიასთან“ დაკავშირებით, გიგაურმა უარყოფითად უპასუხა.

„არა, მე მგონია, არ არის, იმიტომ რომ, თუკი ხელისუფლების ინტერესებშია ამ საქმესთან და სხვა სამქეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და თუკი ხელისუფლების ინტერესია, ელიტურ კორუფციას ებრძოლოს და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, ეს ნაბიჯები უნდა გადაედგათ აქამდე და ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არავინ არ უნდა დაიზოგოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ჩვენი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რომ ამ ბრძოლაში არავისი დაზოგვა არ შეიძლება და არავისზე ხელის დაფარება, ვიცნ არ უნდა იყოს ეს ადამიანი“, -თქვა გიგაურმა.

კითხვაზე, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი „იბერია“ შეწყვეტს მაუწყებლობას, გიგაურმა უპასუხა, რომ თუკი სათანადო გამოძიებო არ ჩატარდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

გიგაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ შეიქმნა სათანადო გარემო ტელევიზიებისთვის, რათა მათი ფუნქციონირება არ იყოს მიბმული სხვა ბიზნესებზე.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი რამ. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ მივაღწიეთ, რომ თავის თავად ტელევიზიები მხოლოდ და მხოლოდ არსებობდნენ სარეკლამო შემოსავლებით. ძალიან რთულია ტელევიზიებისთვის, რომ ეს დამოუკიდებელი შემოსავალი მიიღონ და „იბერიის“ შემთხვევაში, თქვენ ბევრწილად სხვა ბიზნესებიდან მიღებულ შემოსავალზე ხართ დამოკიდებული, რაც თავის თავად არის ძალიან ცუდი რამ , იმიტომ რომ, როცა შემოსავლის ალტერნატიული წყაროები არაა, თქვენ იქნებით ყველა იმ პროცესის გავლენის ქვეშ, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს თვითონ ის ბიზნესი. მაგალითად, ეს კომპანია [ომეგა ჯგუფი]. აქ არის ძალიან რთული საკითხი, თავის თავად ნებისმიერი ხელისუფლების პრობლემაა, რომ ვერ მოხერხდა ისეთი გარემოს შექმნა, რომ დამოუკიდებლად იფუნქციონირონ ტელევიზიებმა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნოს, რომ თუკი გამოძიება არ ჩატარდება და სიმართლე არ დადგინდება ამაზე, ცხადია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ კითხვები არის და მათზე პასუხი უნდა გაეცეს.

ჟურნალისტების უფლებები ჩვენთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხარო არის ხოლმე, რომ სამუშაო უფლებები ასევე არაა დაცული ამ ქვეყანაში და ესაა ძალიან ცუდი“, -აღნიშნა გიგაურმა.

ევროკავშირის და მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესი არის არა ის, თუ ვინ მოვა სათავეში, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები - კარლ ჰარცელი

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჰარცელის თქმით, ევროკავში

“გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - თინა ბოკუჩავა

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს - სალომე სამადაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, კითხვას – შესაძლ

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 18:24

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეი

ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს - რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ძ

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან - ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ. „არცევში მივდიო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე