უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 სექტემბერი, 2018 11:15
font-size

კორუფციასთან ბრძოლაში არავისი დაზოგვა არ შეიძლება და არავისზე ხელის დაფარება, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი - ეკა გიგაური „იბერია ტვ“-ზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ტვ იბერიის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის საქმით სუს-ი უნდა დაინტერესდეს. კერძოდ, საუბარია მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომლებშიც ფიგურირებენ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე.

„ამ საქმით უნდა დაინტერესდეს სუს-ი, იმიტომ რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სუს-ია პასუხისმგებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. შესაბამისად, ეს გამოძიება, ცხადია, რომ ზედამხედველი შეიძლება იყოს პროკურატურა, მაგრამ უნდა იყოს სუს-ის წარმართული.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისტემაზე, რა სისტემაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ანტიკორუფციული სამსახური სუს-ში არ უნდა იყოს. სუს-ი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უფრო დახურული უწყებაა, ამიტომ ბევრ ინფორმაციას იქიდან ვერც გამოიტან და ამის გაკეთება ძალიან რთულია. ჩვენი ბევრი რეკომენდაციის მიუხედავად, ეს ანტიკორუფიული სამსახური მაინც სუს-ში დატოვეს, შეიძლება იმ მიზნითაც, რომ ასეთი მაღალი დონის კორუფციაზე როცა იქნება გამოძიებები, მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია ჰქონდეს.

ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი თუ დადასტურდა, ეს მართლა საგანგაშო რამ არის, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივი ქრთამის მიცემაზე, აქ ვსაუბრობთ გავლენებით ვაჭრობასა და უზარმაზარ თანხებზე. ეს, რა თქმა უნდა, აზარალებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ჩვენს ბიუჯეტს, თუკი ასეთი რაღაცები ხშირად ხდება და , რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს“, -თქვა გიგაურმა.

კითხვაზე რამდენად ადეკვატურია მმართველი გუნდის პასუხები „ტვ იბერიასთან“ დაკავშირებით, გიგაურმა უარყოფითად უპასუხა.

„არა, მე მგონია, არ არის, იმიტომ რომ, თუკი ხელისუფლების ინტერესებშია ამ საქმესთან და სხვა სამქეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და თუკი ხელისუფლების ინტერესია, ელიტურ კორუფციას ებრძოლოს და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, ეს ნაბიჯები უნდა გადაედგათ აქამდე და ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არავინ არ უნდა დაიზოგოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ჩვენი ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რომ ამ ბრძოლაში არავისი დაზოგვა არ შეიძლება და არავისზე ხელის დაფარება, ვიცნ არ უნდა იყოს ეს ადამიანი“, -თქვა გიგაურმა.

კითხვაზე, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი „იბერია“ შეწყვეტს მაუწყებლობას, გიგაურმა უპასუხა, რომ თუკი სათანადო გამოძიებო არ ჩატარდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

გიგაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ შეიქმნა სათანადო გარემო ტელევიზიებისთვის, რათა მათი ფუნქციონირება არ იყოს მიბმული სხვა ბიზნესებზე.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი რამ. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ მივაღწიეთ, რომ თავის თავად ტელევიზიები მხოლოდ და მხოლოდ არსებობდნენ სარეკლამო შემოსავლებით. ძალიან რთულია ტელევიზიებისთვის, რომ ეს დამოუკიდებელი შემოსავალი მიიღონ და „იბერიის“ შემთხვევაში, თქვენ ბევრწილად სხვა ბიზნესებიდან მიღებულ შემოსავალზე ხართ დამოკიდებული, რაც თავის თავად არის ძალიან ცუდი რამ , იმიტომ რომ, როცა შემოსავლის ალტერნატიული წყაროები არაა, თქვენ იქნებით ყველა იმ პროცესის გავლენის ქვეშ, რომელშიც შეიძლება ჩაერთოს თვითონ ის ბიზნესი. მაგალითად, ეს კომპანია [ომეგა ჯგუფი]. აქ არის ძალიან რთული საკითხი, თავის თავად ნებისმიერი ხელისუფლების პრობლემაა, რომ ვერ მოხერხდა ისეთი გარემოს შექმნა, რომ დამოუკიდებლად იფუნქციონირონ ტელევიზიებმა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნოს, რომ თუკი გამოძიება არ ჩატარდება და სიმართლე არ დადგინდება ამაზე, ცხადია, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ კითხვები არის და მათზე პასუხი უნდა გაეცეს.

ჟურნალისტების უფლებები ჩვენთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სამწუხარო არის ხოლმე, რომ სამუშაო უფლებები ასევე არაა დაცული ამ ქვეყანაში და ესაა ძალიან ცუდი“, -აღნიშნა გიგაურმა.

გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია- არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს -გიორგი გახარია

10 აგვისტო, 2020 , 17:20

დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვიწევს, სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მ

სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

10 აგვისტო, 2020 , 12:50

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება. მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს. „ამ მომენტ

რაც მიხეილ სააკაშვილმა ჰააგაში გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია - არჩილ თალაკვაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჰააგაში გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე. ერთი – ნამდვილი სახე, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავი

მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი - მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა - გიორგი კანდელაკი

8 აგვისტო, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა. "დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტონეთიდან, ანუ მის მიერვე უს

ღარიბაშვილი „ფორმულას“ და „მთავარ არხს“: თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში

8 აგვისტო, 2020 , 14:20

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც გმირი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მივიდა, "მთავარ არხსა" და ტელეკომპანია "ფორმულას" "პუტინისტები" უწოდა. "რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა..

დღევანდელ დღეს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 13:00

8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე