უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2023 13:15
font-size

კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას სამჯერ – 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს.

„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა (იხ. გრაფიკი),[1] რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66)“, – ნათქვამია გამოქვყნებულ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „უფრო მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება“.

„მიუხედავად იმისა, რომ 56 ქულით საქართველო რეგიონში ლიდერია, ეს წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრით არის განპირობებული; ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება ფაქტობრივად კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება. მაგალითად, ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგმა გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება; ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა შესაძლოა რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებაში, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობა დაასახელა. გადაწყვეტილებას წინ შეფასების პროცესი უძღოდა, რომლის საბოტაჟი, ბევრის აზრით, მთავრობამ თავად მოახდინა რუსეთის დასამშვიდებლად. საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის პერსპექტივა შესთავაზა, რის წინაპირობადაც 12 პრიორიტეტი დაასახელა – მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელმაც ქვეყნის „დეოლიგარქიზაციას“ უნდა შეუწყოს ხელი. მთავრობამ გამოაცხადა სააგენტოს შექმნის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“.

„შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2023 წელი 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული თითოეული რეფორმის ზედმიწევნით შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებელია: დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი პარლამენტის როლი; საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია; განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. 2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

რა დაგხვდებათ საქართველოს ბანკის მობილბანკში − მაისის განახლება

16 მაისი, 2025 , 17:35

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რათა მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს.  სწორედ ა

უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

16 მაისი, 2025 , 17:30

უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.  გოგუაძე საერთაშორისო ძე

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

16 მაისი, 2025 , 17:22

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდ

PLUS გათამაშება გრძელდება – მოიგეთ 100, 1 000 ან 10 000 ლარი

16 მაისი, 2025 , 15:06

საქართველოს ბანკის PLUS გათამაშება გრძელდება და თუ მასში ახლავე ჩაერთვებით, შესაძლებლობა გექნებათ, გათამაშების ფარგლებში, ნებისმიერი გადახდისას 100, 1 000 ან 10 000 ლარი მოიგოთ. ინფორმაციისთვის, გათამაშება 1 ივნისამდე გრ

Wolt x SOLO - ისარგებლეთ Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ 1 წლით

15 მაისი, 2025 , 18:10

SOLO-მ პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები Wolt+-ის  1 წლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ. შეთავაზების გ

15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება - გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ მდინარის კალაპოტთან გადაადგილებისას -„ჯივიპი“

15 მაისი, 2025 , 15:57

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაიერის“ ინფორმაციით, 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყა