უკან

საზოგადოება

22 თებერვალი, 2018 13:10
font-size

კორუფციის აღქმის ინდექსის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს შედეგი რეფორმების დაჩქარების აუცილებლობაზე მიუთითებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2017 წლის კვლევაში საქართველოს 56 ქულა აქვს და 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადაბაში.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში.

,,რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

წლევანდელი შედეგების მიხედვით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში გაუარესდა წინა წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 1-ქულიანი კლება უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ბოლო წლების მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა (2017 წელს კი გაუარესება) მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ, ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს.

საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის მხრივ არსებული გამოწვევები ძირითადად მმართველობის მაღალ დონეზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ეფეტუქრი სისტემის არარსებობის შედეგია. ამ მხრივ, აღსანიშნავია, პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედით კონტროლთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო ხელისუფლების არაეფექტურობა და სამართალდამცავი/საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამავდროულად, მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ შემთხვევებზე უკანასკნელ წლებში პასუხგაუცემელი კითხვები მაღალ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლების მზადყოფნას ეჭვქეშ აყენებს.

აღსანიშნავია, ასევე, დამოუკიდებელი სააგენტოების (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შესყიდვების სააგენტო და სხვა) როლის გაძლიერების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მსგავსად, სხვა ისეთი სამსახურების ეფექტურობაც გაიზარდოს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვისა და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს ახორციელებენ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები. გაუმართავი კანონმდებლობა, არაჯეროვანი გავლენა სისტემის შიგნიდან თუ გარედან, სისტემის ჩაკეტილობა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და არაეფექტური მენეჯმენტი სასამართლოს სისტემაში პირდაპირ საფრთხეებს წარმოქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით და მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს.

არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესის გასაგრძელებლად აუცილებლად მიგვაჩნია:

სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა;

აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერება;

სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის ყველა ფორმის (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისა და გამოძიებისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი;

დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება;

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირება;

საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერება და მათ საქმიანობაზე არაჯეროვანი პოლიტიკური თუ კომერციული გავლენის გამორიცხვა. ასევე, დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება;

ანტიკორუფციულ ძალისხმევაში კერძო სექტორის ეფექტური ჩართვა.

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 25-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2017 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია ახალ ზელანდიასა და დანიაში (89 და 88 ქულა ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (9 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სირიაში (14 ქულა).

2017 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, - ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი