უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2020 16:50
font-size

`კორუფციის აღქმის ინდექსით` საქართველოს შედეგი გაუარესდა

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აქვეყნებს.

2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველო 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ რეგიონში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ქვეყანას: საქართველოს, ბელარუსსა და მონტენეგროს აქვს. რეიტინგის ბოლოშია თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. 2019 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (87 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში.

რეგიონის ქვეყნებიდან, 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნოს მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შედეგების გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, რომ "სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება რეგიონში.

საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა კვლავაც ძირითადი გამოწვევაა პოლიტიკური სისტემის კეთილსინდისიერებისთვის საქართველოში, რომლის შედეგიც კორუფციის აღქმის ინდექსში ორი ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით."

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, 2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული, ესენია:

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;

კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში;

სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება;

მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე;

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს.

კორუფციის მხრივ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ანტიკორუფციული სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით:

ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობის უზრუნველყოფა;

ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება;

სამართალდამცავი ორგანოების დაცვა არაჯეროვანი პოლიტიკური ზეგავლენისგან;

თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა;

ქმედითი რეაგირება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევებზე;

ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე სხვა ჯგუფებზე თავდასხმების შეწყვეტა;

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიების შეწყვეტა;

კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა.

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

29 თებერვალი, 2020 , 15:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

29 თებერვალი, 2020 , 14:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის

ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

29 თებერვალი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

29 თებერვალი, 2020 , 14:40

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეს, დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. ის

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება

29 თებერვალი, 2020 , 14:40

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავალებები უკვე მიღებული აქ

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია - შემოსავლების სამსახური

29 თებერვალი, 2020 , 12:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`