უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2018 17:05
font-size

ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიყოთ მზად იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია - ლევან იზორია

„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში სტრატეგიულ მზადყოფნასთან გავაიგივე, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მზად უნდა ვიყოთ იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლა თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვით დაიწყო და სტრატეგიული მზადყოფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თავდაცვის მიმართულებით ეს თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება. ლევან იზორიამ მეორე ამოცანად ნატოსთან თავსებადობის გაზრდა დაასახელა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში ნატოს თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ყოველდღიურად ხორციელდება.

თავდაცვის მინისტრმა ორ მნიშვნელოვან პრინციპზე გაამახვილა ყურადღება - შეკავების პოლიტიკა და ტერიტორიული თავდაცვა. „შეკავების პოლიტიკა გულისხმობს: ჩვენი შეიარაღებული ძალები გავხადოთ ისეთი ძლიერი, რომ პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, თავდასხმის შემთხვევაში ის ადეკვატურ პასუხს მიიღებს და მას ეს დიდი პოლიტიკური და სამხედრო ფასი დაუჯდება.

ტერიტორიული თავდაცვის პრინციპი კი, გულისხმობს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აგრესორი სამხედრო გზით უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმა, ოპერატიულ მოთხოვნებთან მიმართებაში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ადეკვატური უნდა იყოს“ , - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველო სამაგალითო ქვეყანად დასახელდა, რისი მიზეზიც ფინანსური მიმართულებით ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება გახდა. „თავდაცვის ბიუჯეტის 20% მიმართულია ძირითადი შეიარაღების შეძენაზე. თავდაცვის ბიუჯეტის 66%, რომელიც მიმართული იყო პერსონალურ დანახარჯებზე შემცირდა 53%-მდე და უკვე ვაკმაყოფილებთ ამ კონტექსტში ნატოს სტანდარტს. თავდაცვის მიმართულებით კი, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება. ამ ბიუჯეტის რაციონალურად დანაწილება იყო მთავარი ამოცანა, რაც წელს, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვახორციელეთ" , - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობა „არმიჰოლში“ გამართული შეხვედრისას შეაჯამა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ია კერზაიას საქმეზე `ევროპული საქართველო` გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს

26 მარტი, 2019 , 17:06

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე გენერალურ პროკურორს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის თქმით ამ დრომდე, დასჯილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა.

კობა გვენეტაძე პარლამენტში დეპუტატების წინაშე აპრილში წარდგება

26 მარტი, 2019 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აპრილის თვეში პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარდგება, რაზეც მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა. ეროვნული ბანკის ცნობით, კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს პლენარულ სხდ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ გენერალს შეხვდა

26 მარტი, 2019 , 16:40

საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გ

ჟენევის ფორმატი არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს - პრეზიდენტის პრესსპიკერი

26 მარტი, 2019 , 14:26

ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს, - ამის შესახებ პრე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

25 მარტი, 2019 , 16:40

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველო

დარგობრივმა კომიტეტმა განბაჟებაზე ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას მხარი დაუჭირა

25 მარტი, 2019 , 16:08

საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ. ინიც